საქართველოში დღეს ევროკომისარი საშინაო პოლიტიკის საქმეებში სესილია მასლტრომი ჩამოდის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისარი თბილისს დღეს, 18:00 საათზე ეწვევა , ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან იწყებს.
სესილია მალსტრომი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გეგმას ჩამოიტანს და სწორედ ამ გეგმით იმუშავებს საქართველოს მთავრობა.