საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე პოლიციას დღევანდელ აქციაზე წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, რათა პროვოკაციები თავიდან იყოს აცილებული. "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებთან ერთად, დღეს, 14:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით ხელისუფლების მხრიდან ხდება ხალხის დაშინება და "ნაციონალებზე ზეწოლა.
"ხალხმა პოლიციის იმედი დაკარგა, ეს ხელისუფლება კი, სიძულვილის ენით ესაუბრება", - აცხადებს ვაშაძე.
მისი განცხადებით, ასევე თბილისის საკრებულოს წევრებზე ხდება პოლიტიკური ზეწოლა და მათ აბსურდული ბრალდებებით იბარებენ პროკურატურაში.
"შეწყდეს შტურმი "ნაციონალების" მიმართ", - აცხადებს ვაშაძე.