ნატო-ს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, კოალიციის რა რაოდენობის ჯარები დარჩება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. ალიანსის ამ განცხადების შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით კი, ნატო-ს სურვილია, ავღანეთში 2018 წლამდე ჯარების რაოდენობა 352 000-ს აღწევდეს, რაც ალიანსს მილიარდობით მეტი დოლარი დაუჯდება.
ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ ნატო-ს სამწვრთნელო მისია ავღანეთში შედარებით მცირე მასშტაბის იქნება, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.