ერევანში საპროტესტო აქციები იმართება

ერევანში საპროტესტო აქციები იმართება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სერჟ სარგსიანის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ . ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო იუწყება.

სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რაფი ოვანისიანის განცხადებით, რომელმაც არჩევნებში ხმების 37% მიიღო, გააგრძელებენი შედეგების ანულირებისთვის ბრძოლას.

ოვანისიანის მხარდამჭერების თქმით, ისინი სომხეთის სხვა ქალაქებშიც – აშტარაკში, გიუმრიშსა და ვანაძორშიც დაიწყებენ საპროტესტო გამოსვლებს. ოვანისიანმა არჩევნები სამივე ამ ქალაქში მოიგო.