თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დამოუკიდებელი პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დამოუკიდებელი პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ

დღეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დამოუკიდებელი პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ .

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს, აქციის მონაწილეების მოთხოვნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციის სრული შემადგენლობით, დაუყონებლივ გადადგომაა.

ისინი ასევე მოითხოვენ, დატოვოს თანამდებობა თბილისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ.

ორგანიზატორების თქმით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს.