სომხური დიასპორა აფხაზეთში

სომხური დიასპორა აფხაზეთში

ეკონომიკურად და რაოდენობრივად მომძლვრებული სომხური დიასპორა დღევანდელ აფხაზეთში აქტიურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გაიყვანოს პარლამენტში, აქტიურად მონაწილეობენ არჩევნებში და ცდილობენ გაიუმჯობესონ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. ამისთვის მათ მომგებიან პოზიციაში ამყოფებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - აფხაზების არასახარბიელო დემოგრაფიული ვითარება. მაღალი დემოგრაფიული მაჩვენებელი, ხელშიჩაგდებული სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები, მყარი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ბუნებრივად აჩენს კითხვას, როდემდე აიტანენს აფხაზები არსებულ ვითარებას? 

პროგნოზების გაკეთება არც ისე ადვილია. თუმცა ფაქტია რომ დღევანდელ აფხაზეთში ორივე ეთნოსი ბოლო წლებია გამარჯვებულის სიამაყით ცხოვრობს. აფხაზები ქართველებზე, ხოლო სომხები აზერბაიჯანელებზე ყარაბახში და აფხაზეთში ქართველებზე. ეს მნიშვნელოვანი ფსიქო–სოციალური მდგომარეობა სავარაუდოდ სხვადასხვა კომპონენტებით იკვებება, რომელთა შორის უნდა იყოს ისტორიული ფაქტორი.

დღევანდელი აფხაზეთის სომხური დიასპორის წვლილი სოხუმის დაცემაში

გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს,  აფხაზეთის ავტონომიურ  რესპუბლიკაში ამოქმედდა ორი მსხვილი სომხური გაერთიანება – „კრუნკი“ და „მაშტოცი“. კრუნკი სოხუმში, ხოლო მაშტოცი გაგრაში ფუნქციონირებდა. ორივე გაერთიანების შექმნის მიზანი კულტურულ–საქველმოქმედო  საქმიანობა იყო, თუმცა მათ შროის იყო სხვაობაც. ამ გაერთიანების წარმომადგენლები იყვნენ როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ასევე სომხეთის რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთში საბრძოლო ოპერაციების დაწყებისთანავე ამ კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციებმა მაშინვე შეიცვალე სპროფილი და სამხედრო დაჯგუფებებდან გადაკეთდნენ. გაგრის სომხური ერთობის,  „მაშტოცის“ წევრებისაგან ჩამოყალიბდა სისასტიკით ცნობილი ბაგრამიანის ბატალიონი, რომელსაც გალუსტ ტრაპიზონიანი მეთაურობდა. ეს დაჯგუფება აფხაზეთის დასავლეთ მიმართულებაზე მოქმედებდა. მალევე ჩამოყალიბდა აფხაზეთის სომხური ერთობა აღმოსავლეთ მიმართულებისთვისაც. ოჩამჩირის ამ ორგანიზაციის შექმნა, უკავშირდება აფხაზეთში კონფლიტის დაწყებისას, ზემოთნახსენები კრუნკის მეთაურის – ალბერტ ტოპოლიანის დედის დაიღუპვის ფაქტს, რომელიც ორმხრივი საარტილერიო დაბობვის დროს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პირადი შურისძიებით განმსჭვალულმა ტოპოლიანმა, აღნიშნული დაჯგუფების მეთაურობა ჩაიბარა.

არსებული მონაცემებით,  კონფლიქტში  სომხურ დანაყოფებში 1500 კაცი ირიცხებოდა, რომელთაგან 242 დაიღუპა, თუმცა სოხუმის შტურმისთვის გაღებული დიდი წვლილი დღემდე უმყარებს მათ პოზიციებს დღევანდელ აფხაზეთში. პოსტკონფლიქტურ პერიოდიდან კი „კრუნკიცა“ და „მაშტოციც“ კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობის საფარქვეშ დიდხანს აგრძელებდნენ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საქმიანობით დღევანდელ აფხაზეთში.

დემოგრაფიული ფაქტორი

მოსახლეობის აღწერის ამ ცხრილებიდან ჩანს რომ  100 წლის განმავლობაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა 5–ჯერ გაიზარდა, მათ შორის 89 წლამდე ქართველების 21–ჯერ, აფხაზების 2–ჯერ, რუსების 74–ჯერ (1,2 ათასიდან 75–მდე ), სომხების 76–ჯერ (ათასიდან 76 ათასამდე). როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სომხები, რომლებიც ცხოვრობდნენ კრასნოდარის მხარეში აქტიურად გადასახლდნენ აფხაზეთში. 

2011 წლის აღწერის შედეგად სომხების რაოდენობა დე-ფაქტო აფხაზეთში 40 ათასით განისაზღვრა, რამაც სომხურ წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მათ მიაჩნიათ რომ ციფრი ხელოვნურადაა შემცირებული, ხოლო აფხაზების რაოდენობა 16 ათასი კაცითაა გაზრდილი. შესაძლებელია რომ ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონოდა ადგილი  იმის გათვალისწინებით, რომ სომხურ დიასპორას თანადათანობით უჩნდებოდა ამბიცია დე ფაქტო რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღამსრულებელ ხელისუფლებაში მათი წამომადგენლების კვოტა სომხური მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გაიზარდოს. ეს კი აფხაზებისათვის მეტად მტკივნეული საკითხია. ისინი მიიჩნევენ რომ მათ „მიაღწიეს“ დამოუკიდებლობას, თითქოს მოიპოვეს სანატრელი „აღიარება“ და ამის ფონზე რესპუბლიკაში სატიტულო ერის სახელის დაკარგვა წარმოუდგენელია.

მიუხედავად ამისა, სომეხი ექსპერტები ცდილობენ დაამტკიცონ თავისი „სიმართლე“, მათ მოჰყავთ ფაქტები, მათ შორის ოფიციალური სტატისტიკიდან,  სადაც ნათლად ჩანს რომ შობადობა სომხურ მოსახლეობაში ბევრად აღემატება აფხაზურს. სომხები ასევე ბრალს დებენ აფხაზურ მთავრობას იმაში, რომ მათ აფხაზების რაოდენობა იმ კატეგორიის ხარჯზე გაზარდეს, რომლებიც მხოლოდ ჩაწერილები არიან აფხაზეთში, რეალურად კი ცხოვრობენ რუსეთში.

სომხური ერთობები და მათი საქმიანობა აფხაზეთში

დე-ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას დაემთხვა სოხუმში, სომხური ერთობის ხელმძღვანლის მოულოდნელი გადარჩევაც. სურენ კერსელიანი, რომელიც ერთობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე შარშან აირჩიეს, ხაჩიკ მინასიანმა შეცვალა. თუმცა აქ საკადრო ცვლილება ნაკლებად მნიშვნელოვანია. საინტერესოა ორგანიზაციის ახალი იურიდიული სტატუსი - ის ერთობიდან კავშირად გადაკეთდა, არ არის გამორიცხული ეს უკანასკნელი საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებიდან პოლიტიკურ აქტივობაზე გადაერთოს.

აღნიშნული ერთობის ინიციატივით რემონტი უტარდება და შენდება სოხმური სკოლები მთელი აფხაზეთის მასშტაბით. სომხური თვითმყოფადობის შესანარჩუბლად ერთ-ერთი მთავარ კომპონენტად როგორც ჩანს მედია საშულებები განიხილება, მაგალითად გაზეთი „ამშენი“, რომელიც სომხური ერთობის დაფინანსებით გამოდის და არა მარტო აფხაზეთში ვრცელდება.

მოსკოვის ოკუპაციური პოლიტიკის შედეგად ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ აფხაზებს სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად უშლის ნერვებს ეს სომხური გაზეთი რომელსაც აფხაზური სახელი „ამშენი“ - იგივე ზღვა ეწოდება, ხოლო იქაური სომხები საკუთარ თავს „ამშენცებს“, იგივე „ჰემშენებს“ უწოდებენ.

ამშენცების იგივე ჰემშენები, სომხური სუბეთნიკური ჯგუფია, ერთ-ერთი ვერსიით მათი ისტორია მე-8 საუკუნეში იწყება, როდესაც არარატის მთიდან სომეხთა ჯგუფი ჰამამ ამატუნის წინამძღოლობით ლაზეთის ზღვისპირეთში გადასახლდა, მოგვიანებით კი მოხაზა ე.წ. „მცირე სომხეთის“ საზღვრები. მრავალი საუკუნის შემდეგ, შავიზღვისპირეთის: თურქეთის, საქართველოსა და რუსეთის ეს სომხური სუბეთნიკური ჯგუფი თავს ჰემშენების სახელის ქვეშ ერთიანდება, სწორედ ამ ისტორიული გეოგრაფიული არეალის მცხოვრებთა მემკვიდრეებად მიიჩნევენ და ცდილობენ მაქსიმლურად უზრუნველყონ მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ მათი სრულფასოვანი ინტეგრირების თემა ერთიან სომხურ საზოგადოებაში მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მომხვდარა, სოხეთის რესპუბლიკა მათ გაერთიანებას ერთიანი სომხური ნაციონალური იდეის ქვეშ ცდილობს. ამ ჭრილში მჭიდრო კავშირია ერევანსა და სოხუმს შორის. მაგალითისთვის, აფხაზეთის სომხურენოვან სკოლებში სომხეთიდან პერიოდულად იგზავნება გაზეთი „გოლოს ამშენა“ - ს 1000-1500 ეგზემპლარი, მუდმივად არსებობს კოორდინაცია აფხაზეთში სომხური სკოლების გახსნის საკითხთან დაკავშირებით. აშკარად იკვეთება რომ სომხური ერთობები აფხაზეთში აქტიურ იდეოლოგიურ საქმიანობას ეწევიან. როგორიცაა სომხური ეკლესიისა და სკოლების გახსნა,  კულტურისა და ენის პროპაგანდა, ასევე მუდმივი კულტურული კავშირი სომხეთთან.

ეკონომიკურად და რაოდენობრივად მომძლვრებული სომხური დიასპორა აქტიურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გაიყვანოს პარლამენტში, ასევე არჩევნებში მხარს უჭერენ იმ კანდიდატურას, რომელიც უზრუნველყოფს მათი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობას. სომხური დიასპორის ზრდამ, ასევე მათმა ეკონომიურად და კულტურულად  დაწინაურებამ აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. შესაბამისად ჩნდება კითხვა რამდენად მოსალოდნელია პროცესების შეუქცევადობა და არის თუ არა ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე აფხაზებსა და ისტორიულ ჰემშენებს შორის, რომლებიც თავინათ თავს ერთდროულად სომხებადაც და ზღვისპირელებადაც თვლიან?

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარემასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“