საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, გახარიას დაკავების ალბათობა დიდია

საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, გახარიას დაკავების ალბათობა დიდია

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტოს იწურება. ამ კომისიის შექმნის მიზანი, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო. დიდი ალბათობით, დღეს ან ხვალ გამოქვეყნდება კომისიის დასკვნაც. როგორც ცნობილია, პარტია „გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ ორჯერ გამოკითხა. ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე, პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არ გამორიცხავენ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ერთ დროს ქართული ოცნების ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძვრასა და მის დაპატიმრებას.

თუმცა, აქვე ფასდება ამ ნაბიჯის უარყოფითი შედეგებიც - შესაძლოა, გიორგი გახარიას დაპატიმრებამ თავად მმართველი გუნდი დააზიანოს პოლიტიკურად.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი გიორგი გახარიამ რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს ქართული სახელმწიფოს წინაშე:

თუ დადგინდა, რომ გიორგი გახარიამ დაარღვია ქართული სამართალი და უღალატა ქართულ სახელმწიფოს, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს - ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, რადგან არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. გახარია კი არა, ვინც არ უნდა იყოს, პასუხი უნდა აგოს ქართული სახელმწიფოსა და სამართლის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. დღეს, რეალურად, არის ქართული სამართლის გამოცდა, - გვითხრა ედიშერ გვენეტაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, ჩვენთან საუბარში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საქმის აღძვრასა და დაპატიმრებას არ გამორიცხავს. ამასთან, იქვე აღნიშავს, რომ დიდია ალბათობა, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნა საქართველო, როგორც სახელმწიფო, დააზიანოს.

საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნოს, რომ გახარიას მოქმედებებში არის სისხლის სამართლის დარღვევის ნიშნები და პროკურატურას დაავალოს მისი გამოძიება - ამის ალბათობა საკმაოდ დიდია.

თავად ოცნებას ეს რამდენად დააზიანებს, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ოცნების დღევანდელი მხარდამჭერებიდან, რა ნაწილისთვის აღმოჩნდება ასეთი დასკვნა მიუღებელი.

შეიძლება, ძალიან სახიფათო დასკვნა იყოს საქართველოსთვისაც, მხედველობაში მაქვს რუსეთთან ომის დაწყების დაბრალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც დამაზიანებელი იქნება, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.

პარტიაგახარია საქართველოსთვისერთ-ერთი ლიდერის, ზაზა თავაძის განცხადებით, გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პროცესი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პოლიტიკური შურისძიებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ დააანონსა:

ახლა კი, სისრულეში მოდის ჩორჩანას .. საქმისშეკერვით“. 2019 წლის მაღალჩინოსნები, ერთი-ერთში, ერთ ხმაში მღერიან და აძლევენ ცრუ ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ. კაცუნებივით იქცევიან მაშინ, როდესაც ერთმა, ცალკე აღებულმა ჩინოვნიკმა ქალმა, მაია ცქიტიშვილმა გადაწონა ეს ათობით ადამიანი. ჩვენ არა მარტო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტები გვაქვს სახეზე, არამედ დანაშაულთა ერთობლიობა. მაგალითად, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ყოფილი მინისტრები, სუს-ის ხელმძღვანელი, რომ მათ არაფერი იცოდნენ და ტელევიზიით გაიგეს, ნიშნავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კაცუნები არიან მოწყვლადები. კარგად ვიცით, რომოცნებადგას კორუფციაზე, შესაბამისად, ისინი ამ კორუფციის გამო, არიან მოწყვლადები.

მათ მოუწევთ სისხლის სამართლებრივი წესით ამაზე პასუხისგება, ზუსტად იმაზე მოუწევთ პასუხისგება, ის გამოც ახლა, გახარიას უპირებენ 15-წლიანი მუხლით ციხეში გაშვებას. ზუსტად ეს არის ქვეყნის ღალატი, ქვეყნის ინტერესების ღალატი, პირადი გამორჩენის გამო“, - განაცხადა თავაძემ.

 

 

Gami ნაფიზიკოსარი, ძალად კონსტიტუციონალისტის, ძაბირაძისა და ბერძენიშვილების და სხვა გარეწრების დოსტის გამოსირებული ხმალაძის აზრი ფრიად საინტერესოა. როგორც ყოველთვის ჩათლახობისა და უმეცრების ნიმუშია.
1 საათის უკან