„ცხოველებს აქვთ წესი - ტყეში თავის ტერიტორიას შემოსაზღვრავენ და იქ სხვებს არ უშევებენ. დღეს ეს ცხოველები (ხელისუფლება) გვეუბნებიან, რომ საქართველო მათი ტერიტორიაა. იმათია, ვინც ამ ქვეეყანას თავზე მოვაჯექით და ძალაუფლება ხელში ჩავიდგეთო... იმ ქმედებებით, რასაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მიმართ სჩადის, თავხედურად ამბობს, - საქართველო ჩვენია და პოლიტიკაში ცხვირი არ შემოყო, რადგან ეს ჩვენს ტერიტორაიზე შემოსვლაა და თუ ჩვენს ტერიტორიაზე შემოხვალ, კანონიერს და უკანონოს ყველაფერს ვიკადრებთო,“ - განუცხადა presage.tv-ს იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ როგორ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში:
- იყო შემოთავაზება და იყო თანხმობა. საბჭოში სამართლებივ საკითხებზე ვიმუშავებ, დავეხმარები ქართული სამართლის პოლიტიკის შემუშავებაში, რაც არ გაკეთებული დამოუკიდებელი საქართველოს 20 წლის მანძილზე. თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩავრთულიყავი სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა, როგორც გამაერთანებელი (ამ ღირებულების მატარებელი) პიროვნება ბოლო იმედია ქართველი ხალხის გათავისუფლებისათვის. არ ვიცნობდი არც მას და არც მის შეხედულებათა სისტემას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ის არასაჯარო ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ გარემოებათა ერთობლიობამ - მისმა წერილებმა, ინტერვიუებმა, მასთან უშუალო საუბარმა და ბატონი ბიძინას განვლილმა ცხოვრებამ ჩამომიყალიბა რწმენა, რომ ეს ადამიანი, რასაც წერს ან ინტერვიუებში ამბობს, იმავეს ფიქრობს, რაზეც ოცნებობს, იმას აღწევს და არის ქართული ოცნების განხორციელების ყველაზე წარმატებული მაგალითი უახლესი საქართველოს ისტორიაში.
მაგრამ ის შედის ძალიან რთულ ბრძოლაში.
- განა მარტივი იყო სიღარიბის დაძლევა და ასეთი წარმატების მიღწევა? რამდენი შრომა დასჭირდებოდა, რომ სიღარიბე დაეძლია და კეთილდღეობისთვის მიეღწია, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეები განზე დავდექით, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მარტო ბიძინა ვანიშვილის მონაწილეობა საკმარისი არ იქნება. ამ პიროვნების პოლიტიკაში ჩართვა ჩვენი ხალხის განთავისუფლების ბოლო იმედად მიმაჩნია. ხელისუფლებაც ხედავს მის პოტენციალს და ამის შედეგია ის უზომო აგრესია, რაც გამოხატება ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ. ძალიან სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფულის გათეთრება დააბრალო. იქამდეც კი მივიდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მასთან სტუმრად ჩამოსული ადამიანი, რომელსაც ფორმალური ფუნქცია ჰქონდა შესასრულებელი - ჩამოიტანა ის საბუთები, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლისათვის. ეს რეჟიმი გასულია სამართლებრივი სივრციდან. იტაცებს ადამიანებს, ართმევს საკუთრებას და უზღუდავს თავისუფლებას. ამით ამბობენ, - ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ფორმალური მმართველები და თავს უკანონობის ჩადენის უფლებას ვაძლევთო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ძირფესვიანად ცვლის გარემოს. მისმა სტრატეგიამ გააშიშვლა და არაეფექტური გახადა ხელისუფლების ცნობილი და აპრობირებული სტატეგია, მათ არ იციან რა დაუპირისპირონ ბიძინა ივანიშვილს.
ხელისუფლება ამბობს, - პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის შესახებ საზოგადოება ყოველდღიურად გაიგებს ისეთ რამეებს, რისი გამჟღავნებაც არ უნდოდაო. უკვე ლაპარაკობენ გენერალ ლებედთან მის კავშირზე.
- ტალახის სროლა ასეთი ადამიანების თვისებაა, ხოლო სამართლიან შეჯიბრში მონაწილეობა - რაინდების. ამაშია ტალახის მსროლელების ფუქცია. ტალახი ისროლონ და მერე გვერდზე გადგნენ.
ბიძინა ივანიშვილის კავშირი 9 აპირილის სისხლიან ჯალათთან (ეს სახელისუფლებო ბანაკის შეფასებაა) გენერალ ლებედთან თქვენთვის არ იქნება თუნდაც დაფიქრების საფუძველი?
- არა, და იცით რატომ? ამ ინფორმაციის გამჟღავნება ქართველ ხალხზე ზრუნვით არ არის მოტივირებული. ეს ტალახის მსროლელი კაცი პოზიციაა და არა სიმართლის მაძიებელის. დღეს ხელისუფლების გამონათქვამებმა იმდენად დაკარგეს ფასი და ძალა, მათი აღარც მართალი სჯერა ხალხს და აღაც - ტყუილი. როდესაც ეს ხელისუფლება 9 აპრილის სისხლიან ჯალათზე ლაპარაკობს, უნდა იცოდეს, რომ გვახსოვს ვინც იყო 26 მაისის სისხლიანი ჯალათი. იმ ადამიანს მკვლელს ეძახის ქართველი ხალხი. ასე რომ, ასეთი განცხადებების ავტორები შორს კი ნუ ეძებენ „სისხლიან ჯალათს“ და ქართველი ხალხის მტერს, თავის ახლოს მიმოეხედონ და მერე ილაპარაკონ მკვლელებზე.
ხელისუფლებას მოწინააღმდეგებთან ბრძოლის რამდენიმე ხერხი აქვს, - იგნორირების და ტალახის სროლის. როდესაც მიხვდნენ იგნორიება შედეგს არ იძლეოდა, ამიტომ გადავიდნენ ტალახის სროლაზე.
სახელისუფლებო გუნდი ლაპარაკობს ივანიშვილის შესაძლო დეპორტაციაზეც.
- დეპორტაციის საფუძველი შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. პირველი - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება, რასაც პოპულარულ ენაზე ქვეყანაში ვიზის გარეშე ყოფნას ვეძახით. მეორე - თუ ვიზის მოქმედების ვადა გავა და მოქალაქე არ დატოვებს საქართველოს ტეროტორიას და მესამე - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე რაიმე კანონდარღვევას ჩაიდენს. ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით არცერთი შემთხვევა არ გამოდგება. ის ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქეა, რაც აძლევს უფლებას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ანუ უვიზოდ შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 360 დღის განმავლობაში. კანონებს ბოლომდე წაკითხვა სჭირდება და როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილი ლაპარაკობდა, უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოში ყოფნის 90 დღიანი ვადა შემოღებულია ევროკავშირის არაწევრი ზოგიერთი ქვეყნისთვის (თუმც გარდა ევროკავშირისა, 360 დღიანი ვადა ვრცელდება ევროკავშირის არაწევრ ისეთ ქვეყნებზე, რომლებთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს). აქედან გამომდინარე, ჩიორა თაქთაქიშვილის კომენტარი არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური იყო. საქართველოში ყოფნისთვის ბიძინა ივანიშვილს ვიზის აღების არანაირი აუცილებლობა არ აქვს, მან ჯიბეში მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი უნდა ჩაიდოს და შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში და გავიდეს.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ გასარკვევი გახდა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი. მახსოვს ურჩიეთ, მოქალქეობის აღდგენა კი არა, მოქალაქეობის მიღება მოეთხოვა.
- საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ ადგენს იმ პროცედურებს, რაც დაცული უნდა იქნას მოქალაქობის მიღებისას. მოქალაქეობა შეიძლება მიიღო დაბადებით და ნატურალიზაციის წესით. ნატურალიზაციის წესით მოქალაქობის მიღებას სჭირდება განცახებით მიმართვა მოქალაქეობის მიღების თაობაზე, ან განცხადებით მიმართვა მოქალაქობის აღდგენაზე.
მოქალაქეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, იცის ქართული ენა, საქართველოს ისტორია, აქვს ქონება, ბიზნესი ან სამუშაო ადგილი საქართველოში. განცხადებით მოქალაქეობის მიღების მოთხოვნის უფლება პირს მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აქვს. იგივე ვალდებულებები ვრცელდება მოქალაქეობის აღდგენის მსურველზეც, მაგრამ კანონი მოქალაქობის აღდგენის მსურველი პირის მიმართ გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს. მოქალაქეობის აღდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, ვინც ნებაყოფლობით გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან, ან მისთვის მოქალაქეობის დაკარგვა არამართლზომიერად მოხდა. ანუ, თუ ბიძინა ივანიშვილი განცახდებით მიმართავს მოქალაქეობის აღდგენაზე, მან უნდა დაასაბუთოს, რომ ნებაყოფლობით გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან, რაც არ მომხდარა, მას მოქალაქეობა შეუწყვიტეს. საქმე გვაქვს მეორე შემთხვევასთან - ივანიშვილს არამართლზომიერად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივიებული იყო. ეს ქმედება რომ ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო, ამას ამბობენ არა მხოლოდ ობიექტურად მოაზროვნე მოქალაქეები, არამედ გონგოების (ხელისუფლების მსახური არასამთავრობო ორგანიზაციები) წარმომადგენლები და ხელისუფლების იდეოლოგებიც. შესაბამისად, ამ საკითხს ფორმალური ნიშნით რომ მივყვეთ, თუ ივანიშვილი მოითხოვს მოქალაქეობის აღდგენას, მას ეტყვიან, - პრეზიდენტის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ჯერ არავის გაუუქმებია, სასამართლო ჩატარებული არ არის და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთო. თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მართლზომიერად მიიჩნევს, ის ძალაში დარჩება. ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას არამართლოზმიერად ჩათვლის, მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოიშობა მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის უფლება.
ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას სასამართლო, ვერ გაბედავს და აქედან გამომდინარე ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი მისი არამათლზომიერად ცნობა. ჩვენი სასამართლო ხომ თავიდან ბოლომდე ხელისუფლებისგან იმართება. ივანიშვილი მოქალქეობის აღდგენას ვერ მოითხოვს, სანამ სასამათლო არ დაამთავრებს განხილვას და არ დაადგენს მას მართლოზმიერად თუ არამართებულად შეუწყდა (დაეკარგა) მოქალაქეობა.
იმის მერე, რაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ის შეიძლება გასაჩივრებული იქნას მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში, მაგრამ მათი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გაჭიანურდეს 6 თვიდან ერთ წლამდე ვადით. მოქალქეობის მიღების მოთხოვნას კი სამთვიანი ვადა აქვს. ამ ვადაში უნდა გასცენ ბიძინა ივანიშვილს დადებითი ან უარყოფითი პასუხი პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ.
დააკავეს ბერა ივანიშვილის მეგობარი, დააპატიმრეს „ქართუს“ საინკასო მანქანა, საიდანაც დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს, ივანიშვილის ბანკში შემოწმებისთვის შესულია ეროვნული ბანკი, აქედან ჩანს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ტალახის სროლას არ აპირებს.
- საქართველოს და მსოფლიოს ისტორია გაჯერებულია, მაგალითებით, როდესაც ქვეყნების და ხალხების ბედი, ან სიტყვის კაცების შეთანხმებით, ან რაინდული შეტაკებით წყდებოდა. ასეთ დროს მხარეები წინაწარ თანხმდებოდნენ, როგორც ჩხუბის ასევე მორიგების პირობებზე. ჩხუბის შემთხევავშიც კი, მხარეები ყოველთვის იცავდნენ შეთანხმებულ პირობებს. ეს დაუწერელი კანონი იყო საუკუნეების გამავლობაში, მიუხედავად იმისა, ამ რაინდული შეთანხმების მხარე ძლიერი იყო თუ სუსტი. ამჯერად, ჩვენ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ხელისუფლებას იმდენად ეშინია ბიძინა ივანიშვილთან რინგზე (არჩევნებზე) შეჯიბრის, რომ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი მასზე საერთოდ არ აუშვას. ხელისუფლებას არ უნდა დადგეს რინგზე, სადაც რეალური მოწინააღმდეგე ეყოლება. ლაპარაკი აღარ არის მოწინააღმდეგის თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე, მათ ივანიშვილის რინგთან მიახლოებაც არ უნდათ, რადგან იციან რაც უნდა ძლიერად შეიარაღდნენ, ივანიშვილთან დამარცხდებიან. ამიტომაც არის მათი ეს ქმედება უსამართლო, არარაინდული და არაქართული. ეს ჩვენს საზოგადოებას აყენებს დილემის წინაშე - რა ქნან, როგორ მოიქცენ? ხალხს სამართლიან, კონკურეტულ არჩევნებში მონაწილება უნდა, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ხელისუფლება ხალხს ეუბნება - ან - მე ან ჩემი სატელიტი აირჩიეთო. რაც ისევ მათ არჩევას ნიშნავს.
ხელისუფლება რისკავს თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩა. მიუხედავდ იმისა ივანიშვილი რინგზე იქნება თუ რინგზე მყოფი სხვა ძალის ქომაგი იქნება, ხელისუფლება მასთან მაინც დამარცხდება და ამას კარგად აცნობიერებს. საქართველოს მოსახლეობაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა, პირწმინდად წააგებეს არჩევნებს. ამიტომაც უნდათ ეს მოლოდინი ჩაკლან. არ უნდათ მოსახლეობამ დაინახოს „მიშა მაგარია“-ს სტერეოტიპის უსუსურობა და სიყალბე.
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტით ხელისუფლებამ ბევრი ვერაფერი მოიგო, მისთვის ფულის წართმევით ყაჩაღის იმიჯი შეიძინა, მისი ბანკის გაჩერებით კი ბიზნენის დამრეკეტებლის სახელი გაიმყარა.
სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება ივანიშვილისთვის მხოლოდ საეტაპო ამოცანაა და არა უმთავრესი მიზანი. უმთავრესი მიზანი სამართლებრივი და თავისუფალი სახელმწიფოს აშენებაა, სადაც არცერთ ხელისუფლებას აღარ ექნება საშუალება ძალაუფლება ბოროტად, პირადი კეთილღღეობისათვის, გატაცებებისა და ბავშვობის ოცნებების ასრულებისთვის გამოიყენოს.
მაგრამ ამას ეყოფა 2-3 წელი, რა ვადითაც ხელისუფლებაში ყოფნას აპირებს ივანიშვილი?
- ქართველი ხალხის თავისუფლებისა და სამართლიანობის გარანტი სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გახდეს. ისეთი ინსტიტუტები და სამართალი უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც რეაქციონერ ადამიანსაც კი არ მისცემს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას, იმის შესაძლებლობას, რომ ხალხის ინტერესებს ზიანი მიადგეს.
ჩვენ გვერდით უნდა გავუდგეთ ყველაზე წარმატებული ქართული ოცნების მატარებელ პირს, რათა ამ ერთი კაცის გამარჯვება ყველას გამარჯვებად ვაქციოთ. საქართველო ყველას სამშობლო გავხადოთ და ხალხს თავუსფლება და სამართლიანობა დავუბრინოთ.