როგორია თქვენი დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით? ამ სათაურით გამოკითხვას რუსული გაზეთი „ვზგლიადი“ მას შემდეგ ატარებს, რაც რუსეთის პრემიერმა აღშნიშნულის შესაძლებობლობა არ გამორიცხა.
10000-მდე გამოკითხულიდან პრემიერის ინიციატივას ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 41 პროცენტზე მეტი პასუხობს, რომ წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
საზაფხულო ბანაკ „სელიგერ -2011“-ში სტუმრობისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სტუდენტის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა სამხრეთ-ოსეთის ხილვა რუსეთის ფედერაციაში ასე უპასუხა:
„თქვენ იცით რუსეთის პოზიცია. როცა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ცნობილ სამხედრო აქციაზე წავიდა, რუსეთმა სამხრეთ ოსეთს დაუჭირა მხარი. მომავალი თავად ოს ხალხზე იქნება დამოკიდებული.“
ასეთი განცხადების შემდეგ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება არ გამორიცხა, ქართულ და რუსულ მედიაში მომხდარს საკმაო ყურადღება დაეთმო. რაც მთავარია, საკითხის გარშემო კომენტარები მრავლად გაკეთდა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდანაც. მათი უმეტესობას მოვლენების ასეთი განვითარების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
ალბათ, დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის თქმას, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არც ერთი სუბიექტისთვის რეალური დამოუკიდებლობა არ მოუტანია, თუმცა განსხვავებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულებებს შორის რუსეთის მიმართ თვალშისაცემია.
ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მმართველი ელიტის ისე ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები ხმამაღლა საუბრობენ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თუმცა დიდი ალბათობით, ისინი აცნობიერებენ, რომ არ იმყოფებიან რუსეთთან თანაბარ მდგომარეობაში და, რომ მათ ურთიერთობას ასიმეტრიული ხასიათი აქვს. შეზღუდული ფორმის სუვერენიტეტი, რომელიც მათი მდგომარეობის შეფასებისთვის ყველაზე ობიექტურ შეფასებად მიგვაჩნია აფხაზეთის დღევანდელ მმართველ რეჟიმს სავარაუდოდ უსაფრთხოებისა და თვითგადარჩენისთვის სჭირდება, თუმცა სიტუაციის ანალიზი აჩვენებს რომ რუსეთთან მზარდი დამოკიდებულების ტენდენციას აფხაზები ნაკლებად მიჰყავს თვითგადარჩენისკენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის რომ სეპარატისტული ჯგუფი აფხაზეთში აღნიშნულ ჩიხურ მდგომარეობას ადექავატურად აფასებს და სიტაუციიდან გამოსავალს ეძებს.
განსხვავებით აფხაზეთისგან, სამხრეთ ოსეთში 2009 წლის საპარლამენტო არჩებვნებისთვის მმართველი პარტიის საარჩევნი კამპანია პირდაპირ პირდებოდა მოსახლეობას რუსეთთან ინტეგრაციას. გარდა ამისა, იმ დროისთვის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის ნახევარი და, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი რუსეთის მოქალაქეა. ამ უკანასკნელთ აღნიშნულ რეგიონთან მანამდე არავითარი კავშირი არ ქონიათ:
ვლადიმერ ბროვცევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი 2009 წლის ხუთი აგვისტოდან. აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ რაც სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მისი წინამორბედი და მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა. ვლადიმერ ბროვცევი - რუსულ მედიაში მოიხსენიება კრიმინალური შლეიფის მქონე რუს ბიზნესმენად. 1995-2006 წლებში იყო ქალაქ ოზერსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
იური მაროზოვი - ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის წინამორბედი ასევე მისი თანამემულე რუსი იყო რომელსაც ცხინვალის რეგიონთან თანამდებობაზე დანიშვნამდე შეხება არ ქონია, აღნიშნულ თანამდებობას მაროზოვი 2005-2008 წლებში იკავებდა. აგვისტოს ომის დროს, როგორც რუსული მედია იუწყება, მოროზოვი ჯერ კიდევ 5 რიცხვში უკვე ვლადიკავკაზში იმალებოდა. სეპარატისტების მოთხოვნაზე უზრუნველეყო კორიდორი ქალებისა და ბავშვებისათვის მისი პასუხი ასე ჟღერდა:
«Да пошли на хуй ваши дети и вы сами…»
მოროზოვის წინამორბედი ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილო-ოსეთიდან ასლანბეკ ბულაცევი იყო. რაც შეეხება სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრებს. სამი თავდაცვის მინისტრიდან სამივე რუსეთის მოქალაქე რუსი სამხედრო იყო:
ანატოლი ბარანკევიჩი
ანდრეი ლაპტევი
ვასილი ლუნევი
რაც შეეხება რეგიონის ბიუჯეტს. დღევანდელი ცხინვალის რეგიონის ე.წ. ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი გულახდილად იუწყება რომ:
Государственный бюджет Республики Южная Осетия является дотационным на 98,7% со стороны Российской Федерации.
შესაბამისად, სამხრეთ-ოსეთი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკას, სადაც ფედერალური ცენტრი უზრუნველყოფს ფინანსებს, მმართველობას, აკონტროლებს საზღვარს და წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე.
ტენდენციის კრიტიკას ხმამაღლა ცხინვალის რეგიონში იშვიათად თუ მოისმენთ. კრიტიკის მოსმენაზე რეჟიმი უმალ და აგრესიულად რეაგირებს.
ფაქტია რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნის ნაცვლად სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსეთის სამხედრო გარნიზონს.
საერთო ჯამში რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს განწყობა რუსეთის მიმართ, აფხაზეთის მოსახლეობისგან განსხვავებით რეგიონის მცხოვრებლებს მკვეთრად პოზიტიური აქვთ. რეგიონში რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება ჩრდილო-ოსეთთან ერთად საკმაოდ პოპულარული თემაა.
თუ აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოება შედარებით გამოცოცხლებულია, აქტიურია და შედარებით დამოუკიდებელია სამთავრობო გავლენისგან სამხრეთ ოსეთში სიტუაცია პირიქითაა. სავარაუდოდ ასეთ ვითარებას გეოგრაფიული მდებაროება და მოსახლეობის რაოდენობრივი სიმცირე განაპირობებს, სადაც კონკრეტული ინტერესების მატარებელი პოლიტიკური ჯგუფებისთვის 25 ათასამდე მოქალაქის აზრის ფორმირება განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. ამას მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაც ემატება, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონს სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით სტრატეგიული მდებარეობა აქვს ვიდრე აფხაზეთს. შიდა ქართლის ვაკეზე,დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე მდებარე ეს რეგიონი შემოჭრილია საქართველოს შუაგულში. საომარ ვითარებაში რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა ქართულმა საზოგადოებამ 2008 წლის აგვისტოში ნათლად დაინახა.
ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რას ემსახურებოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ე.წ. სამხრეთ-ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესაძლებლობაზე, თუმცა მისი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მიუხედავად ამ სეპარატისტული რეგიონის პოლიტიკური მომავალი კვლავ გაურკვეველია.
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“