მოლდოვა - უპრეზიდენტობის ხანა სრულდება?

მოლდოვა - უპრეზიდენტობის ხანა სრულდება?

18 ნოემბერს მოლდოვას პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 20 ოქტომბერს კენჭისყრით მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციურმა კომუნისტურმა, ლიბერალ-დემოკრატიულმა და დემოკრატიულმა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი.

 

თითქმის ორნახევარი წელია ქვეყანა პრეზიდენტის გარეშე ცხოვრობს. ამის მიზეზი ის არის, რომ მმართველ „ევროპასთან ინტეგრაციის ალიანსს“  ქვეყნის მეთაურის ასარჩევად პარლამენტში 2 ხმა არ ჰყოფნის. კომუნისტები უარს ამბობენ მხარი დაუჭირონ „ალიანსის“ კანდიდატურას - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და ამჟამინდელი პარლამენტის სპიკერს, მარიან ლუპუს (Marian Lupu).

 

თუ პარლამენტის ახლანდელი მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდება, მაშინ მოლდოვას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ელოდება.

 

პოლიტიკური ჩიხი მოლდოვაში ორ წელზე მეტის ხნის წინ შეიქმნა, როცა 2009 წლის 5 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე კომუნისტებმა გაიმარჯვეს. ამ ფაქტით აღშფოთებული ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ გამოვიდა, დედაქალაქში მასობრივი არეულობები დაწყო. მართალია, იმჟამინდელი ხელისუფლება მაშინ ხმების ხელახლა გადათვლას დათანხმდა, მაგრამ ამან  პარლამენტში ძალთა თანაფარდობა არსებითად მაინც ვერ შეცვლა. პარლამენტის შემდეგი შემადგენლობის ფორმირება 2009 წლის 29 ივლისის ვადამდელი არჩევნების შედეგად მოხდა.

 

პარლამენტს ორჯერ ჰქონდა მცდელობა აერჩია ქვეყნის პრეზიდენტი, 2009 წლის 10 ნოემბერსა და 7 დეკამბერს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. მარიან ლუპუს კანდიდატურამ ვერცერთხელ  ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა.

 

საქმეში მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოც ჩაერთო, რომელმაც 2010 წლის სექტემბერში აღიარა, რომ პრეზიდენტის არჩევის ორივე წარუმატებელი მცდელობა იყო მოცემულობა, რომელიც პარლამენტის დათხოვნის სამრთლებრივ ლეგიტიმაციას იძლეოდა.

 

შედეგად პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ (Mihai Ghimpu) 2010 წლის 28 სექტემბერს პრლამენტი დაითხოვა.

 

ვადამდელი არჩევნები იმავე წლის 28  ნოემბერს გაიმართა.

 

ამა წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დმიტრი პულბერე, მას შემდეგ რაც  ამჟამინდელი პარლამენტის დათხოვნა მოითხოვა, თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა. გადაყენებამდე პულბერემ აკრძალა საარჩევნო კანონმდებლობისა და პროცედურების გამარტივება.

 

მოლოდოვას პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტის მიერ ფარული კენჭისყრით აირჩევა. მოლდოვის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნის მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელიც ცხოვრობდა ან/და ცხოვრობს მოლდოვაში არანაკლებ 10 წლისა და რომელიც ფლობს მოლდოვურ ენას. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი რომელმაც ხმების 3/5 დააგროვა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმათა მინიმუმი, მაშინ პირველ ორ კანდიდატს შორის იმართება მეორე ტური. თუ ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა მაშინ ტარდება მეორე არჩევნები. თუ მეორე არჩევნების შედეგადაც ვერ მოხერხდება პრეზიდენტის არჩევა, მოქმედი პრეზიდენტი (ან მოვალეობის შემსრულებელი) ითხოვს პარლამენტს და ნიშნავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღს.

 

შეძლებს თუ არა მოლდოვა თავი დააღწიოს არსებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ ჩიხს ეს 18 ნოემბერს გამოჩნდება.