რობერტ სტურუა The Guardian-ში ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.
ღია წერილს სრულად გთავაზობთ:
„მე ვცხოვრობ საქართველოში, სადაც პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული ხელოვნებაზე, განათლებასა და მედიაზე გავლენა. საქართველოში იზრდება არაკომფორტული მსგავსებები საქართველოს კიდევ ერთი შვილის, იოსებ სტალინის, მეთოდებთან, მაშინ, როცა ქვეყნის გარედან კვლავ არასწორი აღქმაა საქართველოში წარმოდგენილი სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართ. საბჭოთა კავშირის დროს, მე ვიყინებდი თეატრალურ მეთოდებს უსამართლობის, სისასტიკისა და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, წერილებითა და გამოსვლებით, კვლავ ვცდილობ ჩემი ქვეყნის უხეშ პოლიციურ რეჟიმად გარდაქმნას შევეწინააღმდეგო.
ჩემი პოზიცია და წარმოდგენები ყოველთვის აღიზიანებს ხელისუფლებას. მათ მოთმინების უნარი დაკარგეს და „ქსენოფობიაში“ დადანაშაულების გამო, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გამათავისუფლეს. გარკველწილად ირონიულია, რომ ხელისუფლება, რომლის პოლიტიკაც დაფუძნებულია სიძულვილზე, შიშსა და რუსოფობიაზე, დაუსრულებელი ეთნიკური ომების დროს (განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში), დამსაჯეს მე, რადგან დავინტერესდი ჩვენი პრეზიდენტის ეთნიკური წარმომავლობით. თუ მე მართლაც დავარღვიე კანონი და ეთიკური ნორმები, მზად ვარ ყველა კითხვას დამოუკიდებელ სასამართლოზე ვუპასუხო და არა - ავტორიტარული ეთნიკური ნაციონალისტების რეჟიმს. ვიმედოვნებ, რომ ხელოვანები, ინტელექტუალები და ჭკვიანი ინტერნაციონალისტები ღიად ისაუბრებენ თავისუფლების იმ შეზღუდვების წინააღმდეგ, რომელიც ახლა საქართველოშია“.
936
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85