სააგენტო "როიტერი" ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ახალ ფრაგმენტს აქვეყნებს: – "რუსეთმა საშინელი აგრესია გამოამჟღავნა აგვისტოს მოვლენების დროს და პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ გავექცევით და იძულებული ვიქნებით, დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, რაშიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამის პოზიციას დაიკავებს ამერიკა და ევროპა"