ბიძინა ივანიშვილი: „შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში“(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილი: „შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში“(VIDEO)

სკანდალური ეპისტოლარული განცხადებების  შემდეგ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ტელეკამერების წინ გამოჩნდა.

საერთაშორისო სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ 3 წუთიან ინტერვიუში მან კიდევ რამდენიმე ამბიციური განცხადება გააკეთა.

ბიზნესმენი დარწმუნებულია რომ მისი პოლიტიკური „სტარტი“ წარმატებული იქნება და ის ყველა „ჯანსაღი ძალის“ გაერთიანებას და „საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით“ გამარჯვებას შეძლებს.

ბიზნესმენი „როიტერთან“ რუსეთში მისი ბიზნესების გასხვისების თემაზეც საუბრობს.