„ერგნეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო...“(VIDEO)

„ერგნეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო...“(VIDEO)

[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]

გიორგი ვოლსკი გაეროს გენერალური ანსამბლეის 59-ე სესიაზე პრეზიდენტი სააკაშვილის სამშვიდობო გეგმის ინიციატივას იხსენებს, სადაც პრეზიდენტი დაშორიშორებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას გულისხმობდა. რომელიც 2005 წლისთვის მხარდაჭერილ იქნა ეუთოს მინისტერიალის მიერ, აღნიშნული ინიციატივა მოწონებულ იქნა შერეული საკონტროლო კომისიის მიერაც. თუმცა ექსპერტმა არ იცის რამ უბიძგა პრეზიდენტს სამშვიდობო პროცესზე საუბრიდან ძალიან მალე კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკურ ასპექტებზე ხმამაღლა ესაუბრა:

გიორგი ვოლსკის თქმით, მიუხედავად დაძაბული გლობალური პოლიტიკური ვითარებისა მსოფლიოში, ლოკალურად ქვეყნის შიგნით არსებული სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებისა ერთმანეთს დაშორიშორებული მხარეები მაინც ამჟღავნებენ ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილს:

კონფლიქტის ტრანსფორმაციის საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენისთვის სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტი თუ ერთადერთი არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნულ თემაზე საუბრისას გვახსენდება ქართულ-ოსური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილი და უკვე ყოფილი - ე.წ. „ერგნეთის ბაზრობა“:

პოლიტოლოგი, თამარ კიკნაძე მიიჩნევს რომ საკითხი კოპლექსურ მიდგომასა და გადაჭრის ყველა მეთოდის მოსინჯვას მოითხოვს. ამბობს რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს კომპეტენტური მუშა-ჯგუფი, მეცნიერებისა და პრაქტიკოსებისგან, რომლებიც კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის შეიმუშავებს საშინაო და საგარეო ფაქტორების ღრმა ანალიზს და დასახავს ღია ან ლატენტურ ღონისძიებებს.

ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი ქეთი ციხელაშვილის თქმით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ ფაქტობრივად აღიარა ის განზომილება რომელზეც მანამდე მხოლოდ ქართული მხარე საუბრობდა.

მისი თქმით პროცესები რომელიც  კონფლიქტის გარშემო 2008 წლამდე ვითარდებოდა მოიცავდა დასავლეთის ჩართულობასაც თუმცა მათ პოლიტიკურ აქტივობას არასაკმარისად მიიჩნევს. ამბობს რომ დასავლეთმა არა მარტო კავკასიაში არამედ ბალკანეთშიც კი დააგვინეს თავიანთი ჩართულობა რათა პროცესები კონფლიქტებამდე არ მისულიყო. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი მართალია რეაქცია იყო სწრაფი თუმცა მისი თქმით მთავარი მიზანი ეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა იყო.

მართალია პიტერ სემნების ინიციატივა არ მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას წარმოადგენდა პრინციპი დასავლეთის ჩართულობა არ აღიარების შესახებ თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა ინიციატივის მახასიათებლები ძალიან წააგავდა ქართული მხარის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს:

მისი თქმით მოკლევადიან შედეგებსა და გარღვევებს კონფლიქტის ტრანსფმორაციის პირობებშიც არ უნდა ველოდოთ. ამ გზაზე რუსეთი ერთ-ერთი შემაფერხებელია ფაქტორია.

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“