სააკაშვილმა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების ბრძანებულებას 2011 წლის 11 ოქტომბერს მოაწერა ხელი

სააკაშვილმა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების ბრძანებულებას 2011 წლის 11 ოქტომბერს მოაწერა ხელი

[პრესაგე.ტვ]

ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით, 14 ოქტომბერს, საღამოს, მას სამოქალაქო რეესტრიდან გადაეცა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, რომლის საფუძველს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილისთვის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაში შესვლა. პრეზიდენტის ბრძანებულება 2011 წლის 11 ოქტომბრითაა დათარიღებული.

ეკა ბესელიას განცხადებით, ბრძანებულებას თან არ ახლავს სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, რომელიც უნდა ასახავდეს, იმ პროცედურებს, რომელიც, კანონით, წინ უნდა უძღოდეს პრეზიდენტის ბრძანებულებას.

ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება საქმე მიიღებს თუ არა მსვლელობას სასამართლოში.