რუსული ფაქტორი ჯავახეთში(VIDEO)

რუსული ფაქტორი ჯავახეთში(VIDEO)

[ა/ო „რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი“]

პოლიტიკური თუ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა არაერთგვაროვანია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოს სამხრეთი, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთის ორი რაიონი, სადაც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ. ახალქალაქისა (94%) და ნინოწმინდის რაიონებში (96%), ქვემო ქართლში წალკის რაიონში (55%). ასევე მათი დიდი განსახლებაა ახალციხის რაიონში (36%).

1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ეთნიკური საბაბით გაჩენილმა პოლიტიკურმა კონფლიქტებმა დიდ წილად გავლენა იქონია საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებზე. არასტაბილური პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების გამო არაქართული მოსახლეობის ნაწილმა დაიწყოს ქვეყნის ტერიტორიიის დატოვება - რაც ძირითადად განპირობებული იყო შემდეგი მიზეზებით: 1. წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში, 2. არ იქნა უზრუნველყოფილი მათი სათანადო ჩართულობა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული პროცესები გამონაკლისი არ ყოფილი საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას რომ რიგი პროცესები განსაკუთრებულადაც კი შეეხო მათ.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვითარებულმა  მოვლენებმა ქართულ საზოგადოებაში ნაციონალური და პატრიოტული გრძნობების მოზღვავება გამოიწვია. ეს უკანასკნელი კი ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიურ საწყისებზე იდგა და ამითვე საზრდოობდა. ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო მათი, როგორც ეთნიკური ჯგუფის უფლებები, მომხდარიყო მათი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აღიქმებოდა და ინტერპრეტირებული იყო როგორც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ახალი საშიში გამოვლინება.

1991 წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო პოლიტიკის ზედაპირული ანალიზიც კი იძლევა იმის საშუალებას რომ ითქვას შემდეგი:

სახელმწიფო უწყებები ვერ ახორციელებდნენ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას აღიშნული კუთხით და ხშირ შემთხვევაში სახელწიფო ხელს უწყობდა, ან ხელს არ უშლიდა ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების იზოლაციას დანარჩენი საზოგადოებისგან. რაც ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე არაქართველი მოსახლეობის ცენტრისადმი უკამყოფილებას ერთ-ორად ზრდიდა. შესაბამის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებული კავშირი სახელმწიფოსა და მოქალაქეს  შორის გადაიქცა ყველაზე უცხო ცნებად ეთნიკური ჯგუფებისთვის. ასეთ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფების (როგორც ქვეყნის შიგნით ისე, ქვეყნის გარეთ) მცდელობებიუკმაყოფილო მოსახლეობის განწყობები საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ სახელმწიფოს უკვე რეალურ საფრთხედ მოევლინა.

ყველაფერთან ერთად სიტუაციას ამძიმებდა სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი, რაც კიდევ უფრო ართულებდა მათ პოლიტიკურ სოციალიზაციას ქართულ სახელმწიფოში და „გზას უხსნიდა“ მიგრაციულ პროცესებს და, ზოგადად გაუცხოებას. საუბარი კი იმის თაობაზე, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში მომხდარიყო მათი სრულფასოვანი ინფორმირება და უშუალოდ პროცესში ჩართულობა უკვე „ფუფუნების საგნად“ გადაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ეთნიკური უმცირესობების უფლებების, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარებაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ორიენტირებული ძნელია იმის თქმა რომ მთავარი პრობლემა რომელიც მთლიანიად ქართული საზოგადოების წინაშე დგას - ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური სოციალიზაცია, უკვე მიღწეულია და პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც უკვე ითქვა ამ მხრივ გამონაკლის არ წარმოადგენენ  საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს სამხრეთით ცხოვრობენ და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენენ ქვეყნის მასშტაბით. სტერეოტიპები და ქსენოფობიური საწყისები როგორც ერთ ისე მეორე მხარეს ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს. მაგალითად, ხშირია ისეთი უაპელაციო განცხადებების დემონსტრირება როგორიცაა მაგალითად, „სომხები - რუსების მე-5 კოლონა საქართველოში“,  ან „ეთნიკური სომხები საქართველოში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ“ - რაც თითქოს „დიდი ქართული იდეის“ ღალატის ტოლფასი იყოს და არა ინდივიდუალური არჩევანი.

ასეთ პირობებში გადამწყვეტი თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მედიას, თუმცა სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მედია საშუალებების უმრავლესობა (როგორც ბეჭდური, ისე სატელევიზიო) ქართულენოვანია. შესაბამისად, ის მცირე რაოდენობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოები  რომელიც აღნიშნულ ტელევიზიებზე გადის ეთნიკური სომხებისთვის არ წარმოადგენს ინფორმაციის სათანადო, ან საკმარის წყაროს და ხელს ვერ უწყობს დისკურსის წახალისებას დღეისთვის ისეთ აქტუალურ თემაზე როგორიცაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

ამ პირობებში კიდევ უფრო დამაფიქრებელია რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირთა მიერ არაერთგზის გაკეთებული განცხადებები. მაგალითისთვის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართულ მხარეს ეთნიკურ უმცირესობებთან „ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ“ მოუწოდა. შესაბამისად, ეთნიკური ჯგუფების ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სამოქალაქო საზოგადოების „ჩამოყალიბების“ გზაზე.

ამისთვის კი აღნიშნული ფოკუს ჯგუფის ობიექტური ინფორმირება ქვეყნისთვის ნომერ პირველ პრობლემაზე, ანუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე თითქმის შეუძლებელია. რეგიონში, ზემოთ ნახსენებ თემაზე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი საშუალება სატელიტური ანტენების დახმარებით რუსული და სომხური ტელეარხების ყურებაა, რაც ვერ ჩაითვლება სასურველ ტენდენციად.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს რომ აქტივობების უმეტესობა (არასამთავრობო სექტორის მხრიდან) აღნიშნულ რეგიონში ზოგადად მიმართულია მოსახლეობის, მათი, როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ამ მიმართულებით საკანონდებლო ხარვეზების დადგენა-გამოსწორებაზე, თუმცა თვალშისაცემია ისეთი ტიპის პროექტების ნაკლებობა, რომელიც მათ პოლიტიკურ სოციალიზაციას წაახალისებს და შეუწყობს ხელს.

პერიოდულად კი პრესაში, ტელევიზიასა და სოციალურ მედიაში ჩნდება სხვადასხვა პროპაგანდისტული ვიდეო-რგოლები, პუბლიკაციები, მიმართვები რომლებიც დიდი სომხეთის შექმნის იდეის მატარებლები არიან. დიდი სომხეთის ტერიტორიული საზღვრები კი მნიშვნელოვნად სცდება არსებული სომხეთის სახელმწიფო საზრვრები, სადაც ხშირად საქართველოს სამხრეთ ტერიტორიებიც მოიხსენიება. მაგალითად ჯავახეთი. ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო ფართშო მაშსტაბებს იძენს და ძნელად კიდევ უფრო არ აწმავებდეს ქართულ-სომხურ ურთიერთობებს. 

რაც მთავარია ეს პროცესი ქართული საზოგადობის დიდ ნაწილში მუდმივად აღიქმება და განიხილება რუსულ-სოხმური ურთიერთობების ჭრილში, როგორც საქართველოს ზურგში არსებული დამანგრეველი ძალა. შესაძლებელია ეს მოსაზრება არც ისე შორს იყოს რეალობისგან, თუმცა ექსპერტებს აღნიშნულ თემაზე თავისი მოსაზრებები აქვთ.

კომენტარებში: არნოლდ სტეპანიანი, „საზოგადოებრივი მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ტორონჯაძე, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“