პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივა დააკმაყოფილოს და 137 მსჯავრდებული შეიწყალოს.
„დღეს სასაჯელაღსრულების მინისტრმა გააკეთა განცხადება, თხოვნით მიმართა პრეზიდენტს 137 მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე. მინდა, განვმარტო, რომ საქმე ეხება სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პატიმრებს. ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ოფიციალური დოკუმენტის შემოსვლისთანავე, პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის აქტს ამ პირთა შეწყალების თაობაზე“,- განაცხადა მანჯაგალაძემ.