იყო საბოტაჟის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ კონკრეტულ პროექტებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლებჯს დამოკიდებულება სრულიად პრინციპული იქნება.
"ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები. სწორედ ასეთი კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მის მოადგილე ინგა ფხალაძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით, ისევე, როგორც არაერთი სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ენერგეტიკის სფეროში ჩვენ მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო კურატორ მოადგილეს ენერგეტიკის მიმართულებით, ქალბატონ ინგას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ენერგეტიკოსებს, ყველას, ვისაც შეგაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ენერგეტიკის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ჩვენ მომავალში მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის მიმართულებით გახდება თვითკმარი ქვეყანა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებსა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ განიმტკიცოს ეკონომიკური სუვერენიტეტი და ზოგადად სახელმწიფო სუვერენიტეტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ
თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.