დამასკოს აეროპორტთან ორი დღეა ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობს. მეორე დღეა დამასკოში არცერთი რეისი არ შესრულებულა. დაჭრილი გაეროს დამკვირვებლებიც – ორი ავსტრიელი ჯარისკაცი სამშობლოში გამოფრენას ელოდება.
რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დამასკოს აეროპორტის დაკავება შეძლეს, ეს კი სირიის სამოქალაქო ომში გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.
სირიაში მეორე დღეა არ მუშაობს ინტერნეტი და არ არის სატელეფონო კავშირი. სირიელი მებრძოლები აცხადებენ,რომ ეს ბაშარ ასადის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, რათა მსოფლიოს არ ენახა სირიაში მიმდინარე პროცესები, არ ენახა როგორ იღუპებიან ბავშვები და ქალები, უდანაშაულო მოქლაქეები.