"მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე ტელეკომპანიის დატოვების მიზეზს განმარტავს.
როგორც რუხაძე ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში აცხადებს, კახა ბექაური არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო, მისი წასვლით კი, ამ გარანტიებში ეჭვი ეპარება.
„გენერალური დირექტორი ახალი ამბების არხზე არის გარანტი იმ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის. გნებავთ ჩათვალეთ ისე, რომ მე ამ გარანტიებში მისი წასვლის მერე უკვე ეჭვი შემეპარა. ვერ ვიტყვი, რომ ეს გარანტიები დაირღვა, ხვალ ასე იქნება ან ისე იქნება, მაგრამ ესაა ჩემი სუბიექტური დისკომფორტი ან ეჭვი, ეს გამართლდება თუ არ გამართლდება სხვა საკითხია, იმედია არ გამართლდება" - აღნიშნა რუხაძემ.
ამასთან, ტელეკომპანია „მაესტროს" ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის გარდა, ტელეკომპანიას 10-მდე ჟურნალისტიც ტოვებს.