საქართველოს ნატოში შესვლას, რუსეთ–ნატოს ურთიერთობებში სერიოზული გართულებები მოჰყვება. ეს განცხადება ჟურნალისტებთან ნატოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, ნატოსთვის გასაგებია მისი და რუსეთის შემდგომი ურთიერთობების გართულებები და მთელი სერიოზულობა ევროპის უსაფრთხოებისა, რაც საქართველოს ნატოში შესვლას მოჰყვება.წარმოუდგენელია, მათ ეს არ ესმოდეს“,–აცხადებს გრუშკო.
ნატოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელის განცხადებით,საქართველოს ალიანსში შესვლა არ შეცვლის რუსეთის დამოკიდებულებას, დაიცვას სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
„ არარეალური იქნებოდა ნატოს მხრიდან იმის მოლოდინი,რომ საქართველოს ალიანსთან შემდგომი დაახლოება, რამენაირად იმოქმედებს რუსეთის დამოკიდებულებაზე, დაიცვას სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“,–აღნიშნა გრუშკომ.