საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე 2007 წელს აქციების დარბევაში მონაწილეობდა.
ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს" პრეს-კლუბში განაცხადა. მისი თქმით, გეწაძე მისთვის ცნობილია არა მხოლოდ როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ან ზესტაფონის გამგებელი, არამედ როგორც 2007 წლის აქციების ჯალათი.
პარლამეტის წევრი აცხადებს, რომ თუ მისი საქმის გამოძიება გაგრძელდება მას 2007 წლის „ცოდვებიც ამოუტივტივდება".
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ უმცირესობის მხრიდან გეწაძისგან წმინდანის შექმნა, მართებული არ არის, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ის 2007 წლის აქციების დარბევის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენელს ოპოზიციის მიერ გეწაძის დაცვა ბუნებრივად მიაჩნია, ვინაიდან მისი თქმით, ის მათი ძვირფასი წევრია, თუმცა, ბერძენიშვილი ოპოზიციას ნაადრევი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ვინაიდან გამოძიება