საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აკაკი სიხარულიძეს სავარაუდოდ, ტელეკომპანია „მე-9 არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური ჩაანაცვლებს.
აკაკი სიხარულიძემ მისთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სიხარულიძეც ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, „მე-9 არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს.