პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და პატიმართა საქმეების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა.
შეხვედრა პარლამენტში გაიმართა და მას დაახლოებით 10 უცხოელი დაესწრო.
კანონმდებელმა კონკრეტულად იმ დადგენილების პროექტზე ისაუბრა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტის 5 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავა.
ბესელიას განცხადებით, პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება.
მისი თქმით, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დაალოებით 2000 განცხადება მიეწოდა, მაშინ, როდესაც მის კომიტეტში მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით, ერთი თვის მანძილზე უკვე 2000 განცხადება შევიდა,
დეპუტატის თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საზოგადოებას სამართლიანობის განცდა გაუჩნდა და მთავრობა მათ საქმეების გადახედვაზე უარს ვერ ეტყვის.
რაც შეხება იმას, საერთაშორისო ორგანიზაციები შეხვედრაზე თუ რა საკითხებით დაინტერესდნენ, სტუმრები სამუშაო ჯგუფიდან - საია-სა და „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის გასვლის მიზეზით დაინტრესდნენ და განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილებით საზოგადოებაში ეჭვები გაჩნდა. ამასთან, სტუმრები დაინტერსდნენ - სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ამ პირებს ნასამართლეობა თუ მოეხსნებათ და რადგან, იგივე ტიპის სასამართლო ფუნქციონირებს, საქმეების გადახედვა რამდენად ობიექტურად მოხდება. ასევე, სტუმრების დაინტერესების საკითხს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პოლიტპატიმრებს კომპენსაცია მიეცემათ თუ - მოსამართლეს საყვედური გამოუცხადდება. ბესელიამ სტუმართა კითხვებს ამომწურავად უპასუხა. კერძოდ, ის მიზეზი დაუსახელა - არასამთავროებმა თუ რატომ დატოვეს ჯგუფი.