ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ პანკისის ხეობაში ახლად აშენებული ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 2" დაათვალიერა.
„ჰესი მიმდინარე წლის სექტემბეში შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 6 მეგავატია. ხოლო წლიური გამომუშავება 35 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. ჰესის მშენებლობაში 5 მილიონი ევროს ოდენობის ქართული ინვესტიცია ჩაიდო და ის ჰესში გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ენერგოსისტემას მოამარაგებს - აღნიშნა კახა კალაძემ.
იგი დღესვე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ალდამოვების ოჯახში იმყოფებოდა. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სატარიფო გეგმა გააცნო.