გაეროს სადამკვირვებლო მისიის ორი ავსტრიელი სამხედრო დამასკოსთან ახლოს დაიჭრა.მათ მანქანას ცეცხლი სირიელმა სამხედროებმა გაუხსნენს. ამ განცხადებას ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამჟამად ავსტრიელი სამხედროები დამასკოს აეროპორტში იმყოფებიან და სამშობლოში გაფრენას ელოდებიან.
სირიის სამოქალაქო ომმა,რომელიც წელიწადნახევარია გრძელდება, თითქმის 40000–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გაეროს სადამკვირვებლო მისიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მისი დამკვირვებლები მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, რადგან გამუდმებით მიმდინარეობს სირიის ქალაქების დაბომბვა და ტერაქტები, რომლის დროსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება.