თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ,არმაზ ახვლედიანი საქართველოს ამჟამიდნელი ხელისუფლებისადმი დასავლური პრესის კრიტიკული დამოკიდებულების შეფასებისას აცხადებს, რომ კრიტიკას დასავლეთიდან ალბათ, აქვს გარკვეული საფუძველი, თუმცა აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ კრიტიკული შენიშვნები რეალური ობიექტური ვითარების შესწავლის გარეშე, მხოლოდ ცალკეულ ინფორმაციაზე დაყრდობით, გადამოწმების გარეშე კეთდება.
„ამიტომაც, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ კრიტიკა, რომელიც არის ობიექტური და მნიშნელოვანი ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და კრიტიკა, რომელიც ზოგჯერ თავად ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ვფიქრობ, ამჟამინდელი ხელისუფლება სწორად, გაანაზილებს კრიტიკულ შენიშვნებს და იმას, რაც მისაღებია გაითვალისწინებს“,- განაცხადა ახვლედიანმა.
კითხვის პასუხად, რამდენად შეიძლება ეს კრიტიკა განპირობებული იყოს ქვეყნის პრეზიდენტის ლობისტების მიერ, მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, ახვლედიანი აცხადებს, რომ ასეთ კრიტიკულ მოსაზრებებს და კრიტიკულ სტატებს დასავლურ გაზეთებში მხოლოდ ლობისტური ორგანიზაციები ვერ განაპირობებენ.
„მნიშვნელობა არ აქვს ლობისტური ორგანიზაციების მიერ, მიწოდებული ინფორმაცია იწვევს ამ კრიტიკულ შენიშვნებს, თუ სხვა წყაროდან არის ინფორმაცია მისული იმ ორგანიზაციებში და ინსიტუტებში, საიდანაც კრიტიკა გვესმის. მთავარია, გაირკვეს კრიტიკა როდისაა სწორი, შესაბამისად, მნიშვნელოვანი, საჭირო აუცილებელი და როდისაა, რაღაც შენიშვნები ხელოვნური. მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ კრიტიკა, რა ნაწილშია ობიექტური და სად არის ტენდენციური“, - განაცხადა ახვლედიანმა.