იაპონიის პრემიერმინისტრმა ესიხიკო ნოდამ რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.მისი პრესმდივნის განცხადებით, „ვიზიტის გადადება ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია“.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა ხერხემალი დაიზიანა. Reuters–ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს შეიძლება ქირურგიული ჩარევაც დასჭრდეს ხერხემალზე. ეს ინფორმაცია ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომაც დაადასტურა, რომელმაც განაცხადა,რომ პუტინმა ხერხემალი ძიუდოს ვარჯიშისას დაიზიანა.
რუსეთის ოფიციალური წრეები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ,რომ პუტინმა ვარჯიშისას მხოლოდ სავარჯიშო ტრამვა მიიღო.