ლორდ ლევენსონის კომისიამ ბრიტანეთის მთავრობას შესთავაზა მიიღოს ახალი კანონპროექტი და შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მასმედიის მუშაობას გააკონტროლებს.ლევენსონის განცხადებით, ეს ორგანო გააკონტროლებს აღარ განმეორდეს
News of the World–თან დაკავშირებული ექსცესები, როდესაც ჟურნალისტების მიერ ხდებოდა პოლიციის მოსყიდვა, სატელეფონო საუბრების მოსმენა და შემდეგ ეს მასალა გაზეთის ფურცლებზე ხვდებოდა.
„ამ ყველაფერმა ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ ინტერესებს, უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაში კი ქაოსი შეიტანა“,-განაცხადა ლევენსონმა.
პროექტის ძირითად მიმართულებას მხარს უჭერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი, თუმცა აღნიშნა, რომ ის იმ აქტების წინააღმდეგია, რომელიც პრესის დამოუკიდებლობას ზღუდავს.