ეგვიპტის საკონსტიტუციო ასამბლეამ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღო. ახალ კონსტიტუციას საფუძვლად 1971 წლის დოკუმენტი დაედო, რომელიც 234 მუხლისგან შედგება.ასამბლეის წევრები პროექტის თითოეულ სტატიას აძლევდენ ხმას. პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდა. კანონის მიხედვით, იმისთვის, რომ რომელიმე კანონი ძალაში შევიდეს,მას საკონსტიტუციო ასამბლეის წევრთა 67%–მა უნდა დაუჭიროს მხარი.
კონსტიტუციის ერთ-ერთ უმთავრეს კანონად სასამართლომ შარიათის–ანუ ისლამის კანონი მიიღო, რომელზეც აგებული იქნება მთელი კონსტიტუცია.
პრეზიდენტი მოჰამედ მურსის კონსტიტუციის ახალი პროექტისთვის ხელის მოსაწერად ორი კვირის ვადა აქვს, თუ ის ხელს მოაწერს,მაშინ კონსტიტუცია უკვე სახალხო რეფერენდუმზე გავა.
ეგვიპტის სასამართლომ უკვე დაითხოვა ქვედა პალატა, რომლის უმრავლესობასაც „ძმები მუსლიმები“ შეადგენდნენ და რომლის წევრიც პრეზიდენტ მურსი გახლდათ.