უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე 16 მილიონია დახარჯული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
„ამ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო" ადევს, ამიტომ ვერ გამოვაქვეყნებთ, მაგრამ მიმდინარე წელს 16 მილიონი დახარჯულია საკონსულტაციო მომსახურეობის შესყიდვაზე. ხვდებით ალბათ, რაზეც არის საუბარი. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით" - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, წლევანდელი 24 მილიონის ნაცვლად, მომავალ წელს უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი მილიონ რვაასი ათასი ლარი იქნება.