საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შფასებით, ტელეკომპანია „მეცხრე არხის" რეორგანიზაციის პროცესი კარგად ვითარდება.
„მეცხრე არხში" ყველაფერი კარგად ვითარდება. როგორც ვთქვი, ეს არხი დარჩება. ხდება რეორგანიზაცია და ეს ნორმალური პროცესია. ყველაფერი კარგადაა, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
ტელეკომპანია „მეცხრე არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნულის მიზეზად, ტელეკომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაცია დაასახელა. „მეცხრე არხი" ასევე დირექტორის მოადგილემ ვასილ მაღლაფერიძემ და დილის გადაცემის შემადგენლობამ დატოვა. რაც შეეხება, ტელეკომპანიის ჟურნალიტებს, ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად მიიღებენ.