პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები მაქსიმალურად დაიცვას და აღნიშნავს, რომ „ჩვენ უარს ვიტყვით იმ სიმახინჯეებზე, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა“.
„ყველა სახელმწიფოს სახელი, კულტურა და ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჩვენ როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, გპირდებოდით, რომ სამართლიანობა აღდგება, პირველ რიგში, ეს სამართლიანობა თქვენთან მიმართებაში უნდა აღდგეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თქვენი ინტეგრირებისთვის. მათ შორის, ტრანსპორტში, ქუჩებში, შენობებში. ეს უნდა მოხდეს არა უპროექტოდ ან გადაკეთებებით, არამედ თავიდანვე. მთელი საზოგადოება და თქვენც წინა ხელისუფლებიდან უსამართლობას განიცდიდით. ჩვენ უარს ვიტყვით იმ სიმახინჯეებზე, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.