ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული დაძაბული სიტუაციის შეფასებისას, განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია.
შესაბამისად, დიმიტროვი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას 2014 წლამდე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„ეს რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტი არ არის, საკმაოდ რთული პროცესია. იმედი მაქვს, თანამშრომლობისთვის გზები გამოიძებნება და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება კონსესუსს მიაღწევენ. საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩატარდა, თვითმართველობის არჩევნები კი, 2014 წელს გაიმართება. ეს უნდა გვახსოვდეს და ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2014 წლამდე უნდა ითანამშრომლონ“, - განაცხადა დიმიტროვმა.
მისივე თქმით, რეგიონული განვითარება საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს.
„იმედი გვაქვს, ამ კუთხით თანამშრომლობა წარმატებით წარიმართება და ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება, რის შემდეგაც უფრო მდგრად რეგიონალ განვითარებას მივიღებთ“, - განაცხადა დიმიტროვმა.