საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესი ირონიულ განვითარებას იძენს. თბილისი, რომელიც თითქოს მთელი ძალით ცდილობს საბჭოთა წარსულისგან გამიჯვნას, რომლის დროსაც კომუნისტური სისტემა სწორედ ინფორმატორებს ეყრდნობოდა, ასეთებად აქცევს დღეს საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ხელისუფლებას საგადასახადო დარღვევების შესახებ უნდა შეატყობინონ.
მთავრობა მოსაკრები გადასახადების მოცულობის მაქსიმალურად გაზრდას ცდილობს და სურს, რომ საზოგადოება ხელისუფლებას იმ სავაჭრო ობიექტების (როგორც მსხვილი, ასევე მცირე ობიექტების) მხილებაში დაეხმაროს, რომლებიც შემოსავალს მალავენ და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. საქართველოს საგადასახადო სამსახურის მიერ დაწყებული პროგრამის ფარგლებში, უწყება მყიდველთა ჯგუფს ქმნის, რომელსაც 100 ლარს (დაახლოებით 60,16 დოლარი) გადაუხდის თითოეულ ინფორმაციაში იმ მაღაზიის შესახებ, რომელშიც კლიენტებს ქვითრებს არ უწერენ. მოხალისეთა რაოდენობა არ ზუსტდება. ამ ეგრედწოდებულ „კერძო საგადასახადო ინსპექტორებს“ წრთვნიან და ასწავლიან, თუ როგორ უნდა ჩაატარონ მონიტორინგი საკუთარი რაიონების სავაჭრო ობიეტებში.
ამ ინიციატივის კურატორი საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილია, რომელმაც ამ თანამდებობაზე ორი წელი იმუშავა და ის ივნისში დატოვა. ბაინდურაშვილის თქმით პროგრამის მიზანია მოქალაქეებს გადასახადების გადახდის და სავაჭრო დოკუმენტაციის წარმოების ჩვევა გამოუმუშავოს, ისეთი აგრესიული მეთოდების თავიდან აცილების მიზნით, როგორიც ფინანსური პოლიცია და აუდიტია.
„ვაჭრობაში ყოველდღიური დისციპლინა საგადასახადო სამსახურის მხრიდან აუდიტორული შემოწმებების შემცირებას იწვევს“, – ამბობს ბაინდურაშვილი, „ეს დადებითად აისახება კერძო სექტორზე, რომელშიც ადგილი აქვს ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც რეალურად ამცირებს მკაცრი ჩარევის აუცილებლობას, რასაც ადრე მივმართავდით“.
მან უარყო ის ფაქტი, რომ ასეთი თვალთვალი და ინფორმატორები ქვეყანას საბჭოთა დროში აბრუნებს. ბაინდურაშვილის თქმით, ინფორმატორებისთვის მოტივაციად იმუშავებს იმის სურვილი, რომ „საკუთარი მეზობლები და მეგობრები დაიცვან, რადგან საქართველოში ახლობლების და ნათესავების დაცვის სურვილი ძალიან ძლიერია“.
თუმცა ამ პროგრამასთან დაკავშირებით შეშფოთება და წუხილი, ის რომ ის საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას დასთესს მაინც არსებობს.
საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის კახა კოხრეიძის ინფორმაციით, პროგრამასთან დაკავშირებით პრეტენზიები უკვე მთელი ქვეყნის სავაჭრო წერტილებიდან მოდის. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა სავაჭრო ობიექტი ვალდებულია ისეთი „პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია“ აწარმოოს, როგორიც სავაჭრო სტატისტიკაა, ხოლო სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება მხოლოდ იმ მაღაზიებს აქვთ, რომელთა წლიური შემოსავალიც 30 ათას ლარს (18,084 დოლარი) აღემატება.
საქართველოს ბიზნესს ობმუდსმენი გიორგი პერტაია შიშობს, რომ მოხალისე ინსპექტორებისთვის 100 ლარის გადახდა (რაც მნიშვნელოვანი თანხაა საქართველოს მცხოვრებთა დიდი ნაწილის, განსაკუთრებით პენსიონრებისთვის), „ინტერესთა კონფლიქტს“ გამოიწვევს. გიორგი პერტაია, რომელიც პრინციპში მხარს უჭერს ამ პროგრამას, აღნიშნავს, რომ მისი აპარატი მუდმივ კავშირშია საგადასახადო სამსახურთან, რათა მოიძინონ ინსპექტორებისთვის კომპენსაციის გადახდის გზები ისე, რომ ის არ მიებას 500 ლარიან (დაახლოებით 300,81) ჯარიმას.
კახა კოხრეიძის თქმით, მოხალისე ინსპექტორების ყურადღების ობიექტი მცირე სავაჭრო წერტილები იქნება, სადაც დარღვევების არსებობის შანსი ყველაზე მაღალია. ქვითრის არ გაცემაზე 500 ლარიანმა ჯარიმამ (რაც ქვეყანაში ხელფასის საშუალო მოცულობას 556,8 ლარი (334,98 დოლარი) უტოლდება) მცირე ბიზნესს შეიძლება სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენოს.
„თუკი თქვენ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება გაქვთ, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ… მაგრამ ზოგჯერ მე ვხედავ, თუ როგორ სჯიან საგადასახადო უწყების წარმომადგენლები მცირე მეწარმეებს, ზოგჯერ სულელური მიზეზების გამო“, – განაცხადა მან დეტალებში ჩაღრმავების გარეშე.
სოფლის მეწარმეები, განსხვავებით თბილისის სავაჭრო ობიექტების მფლობელებისგან, განსაკუთრებულად მოწყვლად სიტუაციაში არიან, რადგან ხელი არ მიუწვდებათ კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, დასძენს კახა კოხრეიძე.
EurasiaNet.org-ის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ამ პროგრამის მუშაობაზე საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებთან საუბარი ვერ შევძელით.
კახა ბაინდურაშვილმა უარყო იმ შიშის საფუძველი, თითქოს ინსპექტორები კონცენტრირებას იმ დარღვევებზე მოახდენენ, რომელსაც დაჯარიმება მოსდევს, ასევე ის, რომ აღნიშნული პროგრამა საზოგადოებაში ნდობის გარემოს აზიანებს. „საქმე მხოლოდ ის არის, რომ ადამიანებს ქვითარი უნდა გამოუწერო“, – თქვა მან „ჩვენ ვცდილობთ გარკვეული იმპულსების შექმნას იმისთვის, რომ დავამკვიდროთ და განვამტკიცოთ გადასახადების გადახდის კულტურა საქართველოში“.
და ეს კულტურა ქვეყნაში უკვე საკმაოდ მტკიცედ დამკვიდრდა. საგადასახადო რეიდებისადმი შიშმა თბილისის შემოგარენში კავკასიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზრამდეც „Lilo Mall“ მიაღწია. ერთ-ერთი ქალი, რომელიც ბაზარზე ფარდებს ყიდის, ყოველმხრივ ცდილობდა მყიდველისთვის ქვითარი მიეცა, მაშინ როცა ეს უკანასკნელი უმტკიცებდა, რომ მას ის არ სჭირდება.
„მე მათი [საგადასახადო ინსპექტორები] ისე მეშინია“, – ამბობს იგი, „მუდმივად ვიღაც გვითვალთვალებს“.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით (ცენტრს „ღია საზოგადოება – საქართველო“ აფინანსებს), 2011 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო მოსაკრებელმა 88,6% შეადგინა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებისა, რაც 1,76 მილიარდი ლარია (დაახლოებით 1,06 მილიარდი დოლარი), რაც მკვეთრად განსხვავდება გასული წლების მაჩვენებლებისგან.
გადასახადების აკრეფვის ეფექტურობა „დამოკიდებულია“ იმ ობიექტებზე, რომლებიც სავაჭრო აღიცხვის წარმოებისთვის სალარო აპარატებს იყენებენ, ხაზგასმით აღნიშნავს ბიზნეს ობმუდსმენი პერტაია. „თუკი სალარო აპარატებს შესაბამისად იყენებენ ან საერთოდ არ იყენებენ, მაღაზიამ შეიძლება სხვა შემოსავალი აჩვენოს“, – აღნიშნავს იგი, „კანონი ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. წესიერი კომპანია უწესოზე მეტს არ უნდა იხდიდეს“.
მოხალისე ინსპექტორებზე თბილისის მაღაზიების მფლობელები და მოლარეები, რომლებიც EurasiaNet.org-მა გამოკითხა, ძალიან ფრთხილად საუბრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამის შესახებ ყველა მათგანმა იცოდა.
საბურთალოს რაიონში მდებარე ტანსაცმლის მაღაზია „Mals“-ის მენეჯერის ხათუნა კობახიძის თქმით, მას აწუხებს ის, რომ მყიდველები საგადასახადო ინსპექტორების ფუნქციას შეითავსებენ. „ისინი აქ უკვე ბევრჯერ იყვნენ“, – ამბობს ის საგადასახადო უწყების ინსპექტორებზე, „ჩვენ მათი არ გვეშინია, რადგან კანონს ვიცავთ… ასეთი ტიპის პროგრამა აუცილებლია იმისთვის, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს“.
სხვები ამაში დარწმუნებულები არ არიან. იმავე რაიონის კიდევ ერთი მაღაზიის „Art Tex“-ის მოლარე ია ჟღენტი გაბრაზებული აპროტესტებს იმას, რომ რიგითი მოქალაქეები საგადასახადოს ინსპექტორების როლში უნდა იყვნენ და ეს „არანორმალურად“ მიაჩნია.
„თუკი ვინმეს მოტყუება სურს, ის ყოველთვის მოძებნის ამის გაკეთების საშუალებას“, – მიაჩნია ია ჟღენტს, „ეს უღირსი პრაქტიკაა“.
foreignpress.ge
926
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85