[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]
ჟურნალისტ ზვიად ქორიძის განცხადებით დღევანდელი ქართული მედია სახიფათო სტერეოტიპებით საზრდოობს, რომელიც დღეს არ იძენს სტრუქტურირებულ სახეს, თუმცა თუ ის ჩამოყალიბდა, ხოლო შემდეგ უკვე შეძლო ისეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომელიც გამორიცხავს სხვა ალტერნატიული ხედვის არსებობას, აუცილებლად ჩაეყრება საფუძველი სიძულვილის ენისა და ქსენოფობიურ საწყისებს:
სახარბიელო სიტუაცია მედიაში კონკრეტულად საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, არც რუსეთშია და შესაძლებელია ქართულ მედიაში მსგავსი სახიფათო ტენდენციბის გაჩენა დიდწილად სწორედ აღნიშნულით იყოს განპირობებული, თუმცა ჟურნალისტს ამ საკითხეზე თავისი მოსაზრება აქვს:
მედია მკვლევარის თქმით, რუსულ-ქართულ საზოგადოებას შორის მეტი დიალოგი სავარაუდოდ იქნება გარანტი იმისა, რომ მოხდეს არსებული ნაღმების განაღმვა. თუმცა მისდა სამწუხაროდ, ფიქრობს, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები არსებულ დაძაბულ ფონს საზოგადოებებს შორის საკუთარი პოლიტიკური დღეგრძელობისთვის იყენებენ.
მისი თქმით, მედიიის როლი ასეთ რთულ ვითარებაში განსაკუთრებულია, რომელმაც უნდა გააჩინოს დისკურსი - შეგვიძლია თუ არა თაარსებობა რეგიონში:
საინფორმაციო სააგენტოს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი კობა ბენდელიანი უკვე წლებია რუსულ-ქართული ურთიერთობების სხვადასხვა საინტერესო და მწვავე საკითხებს აშუქებს. ის არაერთი საინტერესო ინტერვიუს ავტორია. ამბობს რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა უჭირავს, რომელიც ამავდროულად ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ქართული და რუსული საზოგადოება იმყოფება.
რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მედიის როლზე საუბარს ია ანთაძე მისთვის ერთი მნიშვნელოვანი საკითხით იწყებს. ეს ქართული ტელე-სივრციდან რუსული მედია საშუალებების გათიშვის თემაა:
რაც შეეხება მედიის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის დღეისთვის არსებულ თითქმის უპერსპექტივო ურთიერთობებში, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარება არ საჭიროებდა ტყუილის სიმართლით ჩანაცვლებას:
აქვე ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია რა შეიძლება იყოს ის თემა, რომელიც საჭიროებს პროპაგანდას.
სიუჟეტში მოისმენთ ჟურნალისტებისა და მედია მკვლევართა მოსაზრებებს წინამდებარე თემასთან დაკავშირებით. ზვიად ქორიძე, ია ანთაძე, კობა ბენდელიანი.
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“