გაერო კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს, ბოლო პერიოდის გადაუჭრელი პრობლემის შესახებ. ამჟამად პლანეტაზე ასეულობით მილიონობით ადამიანი შიმშილობს და ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. რთული ვითარებაა საქართველოშიც. ქართველი ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. მათი მდგომარეობა კი განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც მკვეთრად გაძვირდა პროდუქტები, მგზავრობა და გაიზარდა კომუნალური (თუ სხვა ტიპის) გადასახადები.
ასწლეულის ბოლოს დედამიწის მცხოვრებთა რიცხვი 10,1 მილიარდს მიაღწევს. გაეროს სპეციალისტების პროგნოზით, მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები აფრიკაში - საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში, ასევე აზიაში, ოკეანიასა და ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდება. აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობის რაოდენობა გასამმაგდება და საუკუნის ბოლოს 3,6 მილიარდს მიაღწევს. მოსახლეობის ზრდა განვითარებულ ქვეყნებშიც შესამჩნევი იქნება.
მე-18 საუკუნემდე კაცობრიობა, საშუალოდ, 1000 წელიწადში ორმაგდებოდა. ხოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გაორმაგებას 38 წელი დასჭირდა. ადრე თუ გაორმაგება ნიშნავდა 200-220 მილიონი ადამიანის მატებას, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, ეს ციფრი დღემდე 3 მილიარდზე მეტია. 1975 წლისთვის პლანეტაზე ცხოვრობდა 4მილიარდი ადამიანი, 1990 წელს - 5,6 მილიარდი. 2005 წლისთვის დედამიწის მოსახლეობამ 6,5 მილიარდს გადააჭარბა. 2030 წლისთვისკი ეს ციფრი 9 მილიარდს მიაღწევს. წლის ბოლომდე კი დედამიწაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანი იცხოვრებს.
“როგორც აღვნიშნეთ, უკანასკნელ პერიოდში დედამიწის მოსახლეობის გაორმაგების ტემპი 38 წელს უტოლდება, ხოლო ტექნიკურ-ტექნოლოგიური ცოდნისა და სამეცნიერო მიღწევების დონე ყოველ 40 წელიწადში ორმაგდება”, - აცხადებს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.
“საკითხზე,თუ რა ბიოპოტენციალი გააჩნია დედამიწას, გაკეთდა რამდენიმე პროგნოზი და გათვლა. ყველაზე აღიარებულია ამერიკელი მეცნიერის უაიტის პროგნოზი, რომელმაც დედამიწის მთელი მიწის ფონდი გადაიყვანა საშუალო ღირსების მიწების კატეგორიაში და მივიდა დასკვნამდე, რომ დედამიწის ბიოპოტენციალს თავისუფლად შეუძლია 35 მილიარდი ადამიანის გამოკვება. ეს დამოკიდებულია სახელმწიფოების მიდგომაზე სოფლის მეურნეობისადმი. თუკი შენარჩუნდება პასიური და ნეგატიური დამოკიდებულება, მაშინ კაცობრიობას აუცილებლად ელოდება სერიოზული სასურსათო კატასტროფა.
რაც შეეხება საქართველოს, მისი ბიოპოტენციალი 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვებაა. რამდენად შეუძლია, ეს უკვე ქვეყნის აგროპოლიტიკის განვითარებაზეა დამოკიდებული”, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
საერთაშორისო კვლევებით, საქართველოში შიმშილის საშუალო დონეა. კვებითი პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის შიმშილობის გლობალური ინდექსში სწორედ ამას უსვამს ხაზს.
“საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების უმრავლესობაში შიმშილის მაჩვენებლები დაბალ დონეზე იმყოფება. ე.ი ამ მხრივ სიტუაცია შედარებით ნორმალურია, თუმცა უზბეკეთში, თურქმენეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შიმშილის საშუალო დონეა”, - ნათქვამია კვლევაში.
დოკუმენტის ავტორთა მონაცემებით მთლიანად მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს. შიმშილობის გლობალური ინდექსი 122 ქვეყანაში სიტუაციას აფასებს. 29 ქვეყანაში უმეტესად აფრიკაში სიტუაცია უკიდურესად მძიმედ და მძიმედ შეფასდა.
გაეროს კვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია შიმშილად დღეში 1800 კილოკალორიაზე ნაკლების მიღებას აფასებს. ეს ის მინიმუმია რომელიც აუცილებელია აქტიური ცხოვრებისთვის.
ქართველი ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც 2011 წლის განმავლობაში მკვეთრად გაძვირდა, ხორცი, შაქარი, ტრანსპორტით მგზავრობა, გაიზარდა გადასახადები და გაგრძელდა ინფლაცირებადი პროცესები. რაც შეეხება ხელფასებს და უმუშევრობის მაჩვენებელს, იგი კვლავინდებურად არ შეცვლილა. ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება.
1234
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85