გადაუღებელი წვიმების შედეგად იტალიის რამდენიმე პროვინცია წყლის ქვეშ აღმოჩნდა.
ტოსკანას მერი სამხედრო ჯარისკაცების დახმარებას ითხოვს. ქალაქის ქუჩები წყლითაა დაფარული, დანგრეულია ხიდები, ვენახები და ზეთისხილის პლანტაციები წყლითაა დაფარული. ქალაქიდან 200-მდე ადამიანია ევაკუირებული.
უმბრიაში წყლის დონის მკვეთრი აწევის გამო, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, არ არის ელექტრონერგია, არ მუშაობს წყალ-კანალიზაციის სისტემა, მოსახლეობა იძულებულია ზედა სართულებზე ან სახლის სახურავებზე ათიოს ღამე.
ვენეციის სამი-მეოთხედი წყლითაა დაფარული. ეს ყველაზე დიდი წყალდიდობაა ვენეციაში ბოლო 50 წლის მანძილზე. ქალაქის ხელმძღვანელობა ტურისტებს ვენეციის დატოვებისკენ მოუწოდებს, ქალაქის მაცხოვრებელებს კი საცხოვრებლის დატოვებას უკრძალავენ.