საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ძველი ხელისუფლება თანანმდებობის პირებს სისხლის სამართლის დანაშაულს „ვარსკვლავების“ მიხედვით პატიობდა.
როგორც ჟურნალისტებს ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებასთან დაკავშირებით, ხიდაშელმა განუცხადა, მას არ უთქვამს, რომ საქართველოში ადამიანების დაკავებები პოლიტიკური ნიშნით ხდება.
„რასმუსენი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება და სრულ ინფორმაციას მიიღებს თუ რა ხდება და ის გაერკვევა რაშია საქმე. საქართველოში, სისხლის სამართლის დანაშაულს ადამიანებს იმის მიხედვით პატიობდნენ - თუ რამდენი ვარსკვლავი ჰქონდა მიღებული“, - დასძინა ხიდაშელმა.