საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს ლიდერების კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრები არასერიოზულ შეფასებებს აკეთებენ.
როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, ნატო საქართველოს მჭიდრო პარტნიორია.
„ის, რომ თურმე ნატოს გენერალურ მდივანს არ აქვს ინფორმაცია, ასეთი შეფასება როგორც მინიმუმ არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია. ნატოს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და ნატომ ქვეყანაში არსებული ვითარება ძალიან კარგად იცის“, - დასძინა გაბაშვილმა.