ზაზა ურუშაძის ფილმში „ბოლო გასეირნება“ შესრულებული მთავარი როლისთვის მინსკის კინოფესტივალ ,,Золото Лiстапада 2012’’-ს დაჯილდოების 19-ე ცერემონიზე გრან-პრი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქართველ მსახიობს, მიშა მესხს გადაეცა.
ეს წარმატება ამ ფილმისთვის პირველი არ არის, მას სექტემბრის თვეში უკვე გადაეცა კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდო. ანაპაში 1992 წელს დაარსებული კინოფესტივალის „კინოშოკი 2012”-ის დახურვის ცერემონიაზე ზაზა ურუშაძე ფილმისთვის „ბოლო გასეირნება”რეგიონის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს (პროდიუსერი - ლევან კორინთელი, აღსანიშნავია რომ “ბოლო გასეირნება” მისთვის ბოლო ფილმი აღმოჩნდა).
15 დეკემბრიდან ზაზა ურუშაძე ახალ პროექტს იწყებს პირობითი სახელით ,,მანდარინები’’, რომელიც პირველი ქართულ-ესტონური კო-პროდუქციაა. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების გარდა, პროექტმა ახლახანს ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდისგან ,,ევრიმაჟისგან’’ 110 000 ევროც მიიღო. ფილმში მთავარ როლს ცნობილ ესტონელ მსახიობებთან ერთად, მიშა მესხი და გიორგი ნაკაშიძე შეასრულებენ.