საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.
დღეს დაგეგმილია შეხვედრა ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ხვალ კი, ბიძინა ივანიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან.