საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი იქნა 17 მუშაკი და 11 დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელიც მიხედვითაც, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს დავით მჭედლიშვილი იკავებს. ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას კი თეიმურაზ მიქაბერიძე შეასრულებს.
საკადრო ცვლილებებია დეპარტამენტების უფროსების თანამდებობებზეც. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად ზაქარია დარჩიაშვილი დაინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოსტი კახაბერ წერეთელმა დაიკავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტს გოჩა ფარულავა უხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი დავით ნიკოლაშვილი იქნება.
ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტს შოთა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას კი ნუგზარ სალია შეარულებს.
ცვლილებებია თბილისისა და საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობაშიც. თბილისის პროკურორად დავით კოჭლამაზაშვილია დანიშნული, მის მოადგილედ კი - ალექსანდრე იმედაშვილი, თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილს ბესიკ თხელიძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება რეგიონებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან გზირიშვილი დაინიშნა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად - ლაშა ლეთოდიანი, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის პოსტი კახა ლაითაძემ დაიკავა, კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა ესტატე მარგებაძემ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად გივი პაპუაშვილია დანიშნული, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას კი ილია ჯალაღანია უხელმძღვანელებს.