დღეს, კლინტონი ავსტრალიის პრემიერს ჯულია გილარდს შეხვდება. შეხვედრის ძირითად თემას უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს. ხვალ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ სტივენ სმიტთან და საგარეო საქმეთა მინსიტრ ბობ კარომთან ერთად, მოლაპარაკებებში მონაწილეობას ამერიკის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტაც მიიღებს.
შარშან ამერიკასა და ავსტრალიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც 2500 ამერიკელი მეზღვაური ავსტრალიის ქალაქ დარვინში გაივლის სამსახურს.