მცდარი წარმოდგენა ანტისარაკეტო თავდაცვაზე

მცდარი წარმოდგენა ანტისარაკეტო თავდაცვაზე



გასულ კვირაში ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ობამამ იმის შესახებ განაცხადა, რაც ანტისარაკეტო თავდაცვაში რადიკალურად ახალ მიდგომად იქცა – ეტაპობრივი ადაპტაციური მიდგომა. ამ გეგმის თანახმად, შეერთებული შტატები და ნატო ააქტიურებენ სულ უფრო რთული ქვეითი და საზღვაო დისლოკაციის საძიებო-რაკეტების ჯგუფის განთავსებას მთელს ევროპაში, რათა უზრუნველყონ მისი დაცვა ირანის მომავალი რაკეტებისგან.

თუკი ამერიკულ კონგრესში რაიმე თემა არსებობს, რომელსაც ამ დღეებში ორივე პარტია უჭერს მხარს, ეს არის პოსტულატი იმის თაობაზე, რომ ამ თავდაცვით სისტემაზე რუსეთთან თანამშრომლობა შესანიშნავი იდეა იქნებოდა. ირანის შეკავება და რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცება: ორმაგი სარგებელი. სამწუხაროდ, ანტისარაკეტო თავდაცვის თემა ირანს ვერასდროს შეაკავებს და ვერ განამტკიცებს კავშირს რუსეთთან. პირიქით, ამ საკითხს ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდა და კიდევ უფრო სახიფათო სამყაროს ჩამოყალიბება მოჰყვება.

ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის ის ტიპი, რომლის შექმნასაც შეერთებული შტატები და ნატო გეგმავს, განსაკუთრებულად მარტივად დასაძლევია. უმარტივესი კონტრზომა შეიძლება გახდეს სატყუარა-ბუშტები. რადგან საძიებო რაკეტები სივრცეში რაკეტების ქობინების განადგურებას ცდილობენ, ეს ბუშტები და ქობინები შეიძლება ერთდროულად გაუშვან და საძიებო სისტემა მათ ვერ გაარჩევს. მტერმა, რომელიც მოინდომებს შეერთებული შტატების ტერიტორიამდე ბირთვული ტვირთის მიტანას, შეიძლება ქობინის ირგვლივ უამრავი ბუშტის გაბეროს და დაცვის სისტემა გადატვირთოს, მისთვის ცრუ სიგნალების გაგზავნით.

ანტისარაკეტო თავდაცვა დამოკიდებულია რადიოსიხშირულ და ინფრაწითელ გადამცემებზე. მარტივი მეცნიერული მიზეზი, რის გამოც სისტემა გარანტირებულად ვერასდროს შეძლებს ფუნქციონირებას რეალურ საბრძოლო პირობებში ის არის, რომ თავდამსხმელებმა ინფრაწითელი გამოსხივება და არეკლილი რადიოტალღები შეიძლება სამიზნეებს ააცილონ, იმისთვის, რომ შენიღბონ, გააქრონ ან უბრალოდ გადატვირთონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაცვის სისტემას თავდამსხმელი ქობინების მოსაძებნად სჭირდება.

როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ანტისარაკეტო სისტემების ბოლო ტესტები მარცხით დასრულდა – არადა, ეს ხომ ფაქტობრივად მოწყობილი და არცთუ პატიოსანი ცდები იყო, როდესაც საძიებო ჯგუფმა იცოდა მომავალი გაშვების ზუსტი დრო და ტრაექტორია.

ჩვენ, ამერიკელები, საეჭვოა ასეთი ფუფუნების წინაშე აღმოვჩნდეთ რეალურ სამყაროში, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები უდაოდ გამოიყენებენ კონტრზომებს და ცრუ ობიექტებს. ხოლო იმ რამდენიმე შემთხვევის დროს, როდესაც ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტომ მართლაც მოახდინა კონტრზომებთან დაკავშირებული სიტუაციის მოდელირება, ზედმიწევნით მომზადებული ცდებიც კი ვერცხერთხელ წარმატებით ვერ დასრულდა. ისევე როგორც საზღვაო დისლოკაციის ანტისარაკეტო სისტემის ტესტირება რეალურ საზღვაო პირობებში არასდროს ჩატარებულა, და ცნობილია, რომ ის ზღვის ზედაპირის გაურკვეველი მდგომარეობის პირობებში სარწმუნო არ არის. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვილოცოთ კარგი ამინდისთვის, თუკი თავს დაგვესხმებიან, მაგრამ შეიძლება კი ამაზე იყოს დამოკიდებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება?

თუკი ანტისარაკეტო თავდაცვის მოტყუება ასეთი იოლია, მაშინ რატომ არიან ასეთი შეშფოთებულები ჩვენი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები? პასუხი მარტივია: მათი სამხედრო სტრატეგები სწორად ახდენენ ჰიპერსიფრთხილის დემონსტრირებას, ისევე როგორც პენტაგონი, რადგან ისინი უნდა განიხილავდნენ უარეს სცენარებს, რომლებშიც სისტემა ეფექტური აღმჩნდება, იმის მიუხედავად არის ის მარტლაც ეფექტური თუ არა.

ანტისარაკეტო თავდაცვა ირანის და ჩრდილოეთ კორეის, ასევე რუსეთისა და ჩინეთის ისტებლისმენტში უკიდურესად ფრთხილი, დეზინფორმირებული, ოპორტუნისტული ელემენტების და ქორების წიქვილზე ასხამს წყალს. გაურკვეველ მომავალ გარემოებათა ურთიერთქმედება და ზეწოლა შიდა სტრუქტურების მხრიდან, რომლებიც მოითხოვენ ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვაზე რეაქციას, ზეწოლას მოახდენს მათ ხელმძღვანელობაზე, რათა გაზარდონ განთავსებული ბირთვული არსენალების რაოდენობა და სამხედრო ხარჯები.

რადგან კავშირი სტრატეგიულ თავდაცვასა და სტრატეგიულ თავდასხმას შორის არაორაზროვნადაა აღიარებული ახალ შეთანხმებაში სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ (New START) შეერთებულ სტატებს და რუსეთს შორის, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ რუსეთისთვის როდესმე მისაღები გახდეს ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. რუსეთს განზრახვებზე მეტად შესაძლებლობები აღელვებს. ნებისმიერი სისტემა, რომელმაც შეიძლება გაზარდოს გაურკვევლობა და დაურწმუნებლობა შეიარაღების მკაცრ ბალანსთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება START-ის ახალი შეთანხმებით, ბუნებრივად შეაშფოთებს ორივე მხარეს.

ამიტომ ცენტრალური გამოცანა ამ დამუშავების პროცესში არსებული ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამისა ის არის, რომ ერთის მხრივ, ის აქეზებს შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს და კონკურენტებს, რომ მათ საკუთარი სარაკეტო სიმძლავრეები გაზარდონ, და მეორეს მხრივ არანაირ სარწმუნო საბრძოლო შესაძლებლობებს არ ქმნის ამ აშკარად მზარდი შეიარაღებისგან შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დასაცავად.

იმ შემთხვევაშიც, თუკი ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რომ რუსები მას მოიწონებენ, ჩინეთის შიში არსად გაქრება. მართლაც, სამხედრო-სტრატეგიული კონცეფციის ორპარტიულმა კომისიამ აღნიშნა, რომ „ჩინეთი შესაძლოა უკვე ზრდის კიდეც თავის ბალისტიკურ ძალებს მის მიერ ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამის შეფასებაზე პასუხად“. მარაგების ამგვარი გაზრდა აიძულებს ინდოეთს და შედეგად პაკისტანსაც, დაიწყონ თავიანთი ბირთვული შეიარაღების გაზრდა. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ასევე ირანის მხრიდან ბირთვულ იარაღზე მუშაობის განახლებას, რომელიც თეირანმა 2003 წელს შეწყვიტა.

ის რომ ჩინეთი წუხს ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით იმ გაურკვევლობის და დაურწმუნებლობის სერიოზული წყაროა, რაც ამცირებს ჩინეთის მხარდაჭერას მოლაპარაკებების ხელშეწყობაში ისეთი საკითხზე, როგორიცაა გახლეჩვადი მასალების წარმოების აკრძალვის შესახებ შეთანხმება (Fissile Material Cutoff Treaty – FMCT). ჩინეთის ლიდერებს შეიძლება მოუნდეთ პლუტონის სამხედრო წარმოების შესაძლებლობის შენარჩუნება მომავალში, ანტისარაკეტო თავდაცვის ამერიკულ გეგმებზე პასუხად.

არავითარი აზრი არ აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასეთ კონტრპროდუქტიულ საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობას, მხოლოდ თანამშრომლობისთვის. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში თანანმშრომლობა რუსეთთან ურთიერთიერთობის გაუმჯობესებისთვის გვჭირდება, საპირისპირო ლოგიკას გვიჩვენებენ: დიდწლად რუსეთს და შეერთებულ სტატებს შორის დაძაბულობის განახლება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას უკავშირდება. ჩვენ რომ უარი გვეთქვა ამ ხარვეზებით სავსე და ძვირადღირებულ იდეაზე, ჩვენი კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან ბუნებრივად გაუმჯობესდებოდა.

იუსაფ ბატი – ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი; მუშაობს მეცნიერ-კონსულტანტად ამერიკელი მეცნიერების ფედერაციაში

foreignpress.ge