შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ციხეებში პატიმრების წამებას, ინდივიდუალიზმის პრობლემად აფასებს.
როგორც ახალაიამ გლდანის #8 საპყრობილეში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრთან ინტერვიუში განაცხადა სასჯელაღსრულებით სისტემაში მომუშავე პირების უმრავლესობას ინდივიდუალიზმის პრობლემა გააჩნდათ.
„ვფიქრობ, აქ უფრო ინდივიდუალიზმის პრობლემა იყო, ვიდრე - სისტემური მარცხი. მრავალი ათასი ადამიანი მუშაობდა სისტემაში და არ მგონია, რომ ყველა მათგანში არსებობდა პრობლემა. რთულია შეფასება, თუმცა ნამდვილად იყო ინდივიდუალიზმის პრობლემა. რაც შეეხება გავრცელებულ სკანდალურ კადრებს, იმ კადრების შესახებ მეც ის ვიცი, რაც - თქვენ; მეც ისევე ვნახე, როგორც - თქვენ და ისეთივე შოკში ვიყავი, როგორც საზოგადოება. მაინც ვფიქრობ, რომ ნანახი კადრების უმეტესობა ვიღაცების მიერ იყო დადგმული“ - განაცხადა ახალაიამ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ციხეებში არსებული დაძაბულობა, ე.წ. ქურდების პროვოცირებულია, რადგან მათ სურთ, ციხეებში კვლავ გავლენა აღიდგინონ.