დღეს, 13 ნოემბერს, 13:00 საათზე, For.ge-ის პრესკლუბში, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ ბრიფინგს გამართავს.
თემა: შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ განხორციელებული სამართალდარღვევების შესახებ კერძოდ:
1. 2009-2012 წლებში შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო მოსამსახურეების მასიური განთავისუფლება;
2. ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პროცესში სამხედროების ღირსების შელახვისა და დამცირების ფაქტები;
3. სამხედროების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.
მისამართი: თაქთაქიშვილის ქ. ( ყოფილი რიგის) N11 მეორე სართული
საკონტაქტო : 593 15 55 00