პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ კომისიას, რომელიც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმრების საკითხებს სწავლობს, საქმიანობისთვის შესაძლოა ვადები გაუხანგრძლივდეს .
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ კომისიას საქმების შესასწავლად ორი კვირა არ ეყოფა.
დეპუტატის განცხადებით, იმისათვის, რომ საქმეები კარგად იყოს შესწავლილი, ის წინააღმდეგი არ არის კომისიას საქმიანობისთვის ვადები გაეზარდოს, თუ ეს საჭირო იქნება.
კანონმდებლის ინფორმაციით, კომისიაში ამ დროისთვის , 185 პოლიტპატიმრისა და 13 პოლიტდევნილის საქმეა შესული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომისია გასულ კვირას შეიქმნა და ის 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. კომისიას საქმიანობისთვის კი ვადა 19 ნოემბრამდე განისაზღვრა, რომელიც სავარაუდოდ, გახანგრძლივდება .