სულ რამდენიმე დღეა, რაც აგენტი 007-ის ახალი ფილმის, „ჯეიმს ბონდი:ოპერაცია სქაიფოლის“ პრემიერა შედგა, დენიელ კრეიგმა კი, როგორც ჩანს, უკვე მოასწრო სუპერაგენტისთვის ახალი გოგონა მოეძებნა.
კრეიგი ისე მოსწონთ ფილმის პროდიუსერებს, რომ გადაწყვიტეს ჯეიმს ბონდის შემდეგ 2 ფილმშიც ის გადაიღონ.
მსახიობი პარნიორ გოგონაზე ზრუნვას თავად შეუდგა და ჯეიმს ბონდის ახალი შეყვარებულის როლისთვის, შესაძლო კანდიდატების დასახელებასაც მოჰყვა. „ბონდიანას“ ბოლო ფილმში მისი გოგონას როლს, ფრანგი მსახიობი ბერენის მარლო ასრულებს.
დენიელმა, ერთ-ერთ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის შემდეგ პარტნიორად ცნობილ პოპ-შემსრულებელს რიანას ხედავს. ბრიტანელი მსახიობი ხუმრობს, რომ არჩევანის გაკეთება ბიონსესა და რიანას შორის მოუწია, თუმცა მან ბარბადოსელი გოგონა არჩია, რადგან მისი აზრით, რიანა მეტად ინდივიდუალური, სექსუალური და მიმზიდველი ქალია.