საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსანდრე პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და ჰერმან ვან რომპოიმ მედიის წარმომადგენლებისთვის გააკეთეს განცხადება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რადგან საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.